back to top
მეტი

    ინდოეთის ვიზა

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    ინდოეთის ვიზა გაიცემა სომხეთში ქ. ერევანში ინდოეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ერევანში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს მისამართია: Embassy of India, 50/2 Dzorapi Street, 0019 ერევანი, სომხეთი. ტელ: 00-374-10-539173 / 539174 / 539175

    რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

    საქართველოს მოქალაეებს ინდოეთის ვიზით უზრუნველყოფს ინდოეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება ერევანში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად შეიტანოს საბუთები საკონსულოში ან გააკეთოს განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდიდან: https://indianvisaonline.gov.in/visa/index.html, ონლაინ ვიზაზე განაცხადის გაკეთება და საჭირო დოკუმენტების მომზადება ასევე შესაძლებელია ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის საშუალებით.

    რა საბუთები მჭირდება ინდოეთში ტურისტული ვიზიტისთვის?

    ინდოეთის ვიზა -ის მიღებისათვის ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.

    თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
    • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);
    • ფინანსური უზრუნველყოფა (ბოლო თვეების ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
    • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
    • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი.

    რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

    • სტანდარტული ვიზა–60 აშშ დოლარი(ფასი პერიოდულად ცვალებადია), რომელსაც იხდით საბანკო ბარათის მეშვეობით უშუალოდ აპლიკაციის შევსების დროს;

    გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრში. ვიზა ცენტრში სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 60 ლარს, რაც მოიცავს შემდეგ მომსახურებას:

    • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიალური დამოწმება;
    • სააპლიკაციო ფორმის შევსება;
    • ტურისტული პაკეტის მომზადება;
    • ბიომეტრული ფოტო;
    • კონსულტაცია;
    • ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის გადაგზავნა საკონსულოში.

    ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

    სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე დაუბრკოლებლად იღებს ინდოეთის ვიზას.

    რა ვადებში ხდება ინდოეთის ვიზის გაცემა?

    საკონსულოში მონაცემების გადაგზავნიდან 3 სამუშაო დღეში მიიღებთ პასუხს ვიზაზე ელექტრონულად.

    მაქსიმუმ რა პერიოდით შემიძლია ინდოეთში დარჩენა?

    ტურისტული ვიზა გულისხმობს მაქსიმუმ 30 დღის ვადით ინდოეთში დარჩენას ერთჯერადი შესვლით.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები