პოლონეთის ვიზა
პოლონეთის სამუშაო ვიზა – 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში ტურისტულად გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ
თუ თუ გეგმავთ პოლონეთიში დასაქმებას, ამ შემთხვევაში საჭიროა სამუშაო მოწვევა და ვიზაზე განაცხადი უნდა გააკეთოთ პოლონეთი საკონსულოში.
საკონსულო განყოფილება:
ო.ონიაშვილის ქ.24, 0160 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 293-62-36 (12:00 დან – 14:00 მდე);
ელ.ფოსტა: [email protected]
ვებგვედი: https://www.gov.pl/web/georgia/visas-general-info-georgian
რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ პოლონეთში ლეგალურად მუშაობის დაწყება, საჭიროა სამუშაო მოწვევა და განაცხადის გაკეთება პოლონეთის საკონსულოში. განმცხადებელს შეუძლია წელიწადში 12 თვიდან, 6 თვე სხვა დამატებითი ნებართვის გარეშე, სამუშაო ვიზის საფუძველზე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში.
რა საბუთები მჭირდება პოლონეთის სამუშაო ვიზისათვის?
თქვენი მხრიდან საკონსულოში რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
- მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
- პოლონეთიდან დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი მოწვევა(ორიგინალი);
- სავიზო განაცხადი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- ავიაბილეთის ჯავშანი;
- ფოტოსურათი;
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.
რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?
პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადის გაკეთების საფასურია 80 ევრო, რომელსაც განმცხადებელი იხდის ადგილზე.
ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს.
მომსახურებაში შედის:
- კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;
- საკონსულოში ჩაწერა;
- სავიზო განაცხადის ფორმის შევსება;
- ბიომეტრული ფოტოსურათი;
- ავიაბილეთის ჯავშნები;
ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო მოწვევა პოლონეთიდან და სამოგზაურო დაზღვევა (ფასიანი მომსახურება).
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
სამუშოა მოწვევის მიღების შემდეგ აპლიკანტები ძირითად შემთხვევაში ვიზაზე იღებენ დადებით პასუხს, თუ მათ არ უფიქსირდებათ რაიმე სახის სამართალდარღვევა საზღვარგარეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მოწვევა გქონდეთ მიღებული ყველა წესის დაცვით.
ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
პოლონეთის სამუშაო ვიზა -ის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. ჩვენი ოფისი უზრუნველყოფს სამუშაო მოწვევას პოლონეთიდან, საკონსულოში ჩაწერასა და განაცხადის გაკეთებას ყველა წესის დაცვით.
რა ვადებში ხდება პოლონეთის ვიზის გაცემა?
პოლონეთის საკონსულოში ჩაწერა ხდება ელექტრონულად. საიტი ჩაწერისათვის აქტიურდება თვეში სამჯერ, თვის 10, 20 და 30 რიცხვებში. ჩაწერის შემდეგ საკონსულოში საბუთების ჩაბარების თარიღი დაახლოებით 1-2 კვირის ვადაში დაგენიშნებათ. განაცხადის შეტანიდან კი ვიზაზე პასუხს 1 კვირის შემდეგ მიიღებთ. ჩვენი ვიზაცენრი მზადაა, მომსახურების საფასურის ფარგლებში, გართულებული საკონსულოს რიგეის აღების მოგვარებაში.