back to top
More

    ჩინეთის ვიზა

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზა

    ჩინეთის ვიზა გაიცემა ქ. თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
    საკონსულო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია: ბარნოვის ქ. 52; თბილისი, ზარი საქართველოდან: (995 32)​ 2 25-90-00.

    რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

    საქართველოს მოქალაეებს ჩინეთის ვიზით უზრუნველყოფს ჩინეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში. ყველა აპლიკანტმა თავად უნდა შეიტანოს განაცხადი ვიზაზე. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, შეადგინოთ სამოტივაციო წერილები და შეადგინოთ ტურისტული პაკეტი, რის შემდეგაც შესაძლებელია მზა დოკუმენტები ჩააბაროთ საკონსულოში

    რა საბუთები მჭირდება ჩინეთის ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

    თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
    • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);
    • ბიომეტრული ფოტოსურათი 3×4 მმ-ზე;
    • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • სავიზო განაცხადის ფორმა;
    • მოწვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

    რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

    ტურისტული/საქმიანი ვიზისთვის საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს. განხილვის ვადა – 5 სამუშაო დღე. ხოლო დაჩქარებულ წესით (2 სამუშაო დღე) განხილვის შემთხვევაში მოსაკრებელი შეადგენს 100 ლარს.
    ვიზაჯორჯიას სავიზო მომსახურების საფასურია 80 ლარი.

    მომსახურებაში შედის:

    • კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;
    • სავიზო განაცხადის შევსება;
    • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშნები);
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • ბიომეტრული ფოტო.

    ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.

    ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

    საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩინეთის ვიზა გაიცება დაბრკოლების გარეშე, თუ განმცხადებელსარ აქვს რაიმე სახის დარღვევა საზღვარგარეთ.

    ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

    ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. თუმცა ვიზაჯორჯიას გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.​

    რა ვადებში ხდება ჩინეთის ვიზის გაცემა?

    ჩინეთის საელჩო -ს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადის გაკეთება შესაძლებელია: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (დღის პირველ ნახევაღში). ვიზაზე განაცხადის გაკეთებიდან პასუხს 5 სამუშაო დღეში მიიღებთ.
    დაჩქარების შემთხვევაში შესაძლებელია სავიზო განაცხადის განხილვა საკონსულომ 2 დღეში მოახდინოს.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები