
საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი საჰაერო გზის მეშვეობით, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის ან აეროპორტის ტრანზიტით სარგებლობის მიზნით, შეუძლიათ გაემგზავრონ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში შემდეგი პირობებით:
ლატვიის რესპუბლიკა – საქართველოს მოქალაქეები 19 სექტემბრიდან ექვემდებარებიან სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაცია.
ლიეტუვის რესპუბლიკა – 21 სექტემბრიდან საქართველოდან ლიეტუვაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება და/ან ისინი უნდა იყვნენ ლიეტუვის მოქალაქის ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ჩატარებული (ბოლო 72 საათის განმავლობაში) კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ლიეტუვის საზღვარზე; ელექტრონული ფორმის შევსება და QR კოდის წარდგენა სავალდებულოა თვითმფრინავში, ავტობუსსა თუ ბორანში ჩასხდომამდე: 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდის შემცირება შესაძლებელია იზოლაციის მე-8 დღეს კოვიდ-ტესტის ჩატარებით – უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შესაძლებელია პერიოდის შემცირება 10 დღემდე.
ესტონეთის რესპუბლიკა – ესტონეთში გამგზავრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აღენიშნება კორონა ვირუსის სიმპტომები. სავალდებულოა 14 დღიანი თვითიზოლაცია
ესპანეთის სამეფო – შესავსებია ელ. განაცხადის ფორმა საიტის ან მობილურის აპლიკაციის მეშვეობით
ნიდერლანდების სამეფო – უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია
საბერძნეთის რესპუბლიკა – გამგზავრებამდე 48 სთ ადრე უნდა შეივსოს მგზავრის განთავსების ფორმა
იტალიის რესპუბლიკა – 14 დღიანი თვითიზოლაციის პირობით
კვიპროსის რესპუბლიკა – სავალდებულოა ბოლო 72 საათის ჩატარებული COVID 19-ზე ტესტი
სლოვენიის რესპუბლიკა – 28 სექტმბერს სლოვენიამ საქართველო გადაიყვანა ე.წ. „მწვანე“ სიიდან ე.წ. „ნარინჯისფერ“ სიაში. შესაბამისად, საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ სავალდებულო თვით-იზოლაცია (სლოვენიის შემთხვევაში იგივეა, რაც კარანტინი); თუმცა, თუ მოქალაქე სლოვენიის საზღვარზე წარმოადგენს ევროკავშირის ან შენგენის ტერიტორიაზე აღებულ კოვიდ-19 უარყოფით ტესტს, რომელიც აღებულია არა უგვიანეს 48 საათისა, მაშინ არ არის აუცილებელი თვით-იზოლაცია. ტესტი ასევე შეიძლება ჩატარდეს სლოვენიაში და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს სავალდებულო თვით-იზოლაცია. ამ შემთხვევაში ტესტის საფასურს იხდის თავად პირი.
უპირობო შესვლის პირობით შეუძლიათ შემდეგ ქვეყნებში შესვლა:
- საფრანგეთის რესპუბლიკა
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
- პოლონეთის რესპუბლიკა
- პორტუგალიის რესპუბლიკა
- რუმინეთი
- ირლანდიის რესპუბლიკა
- შვედეთის სამეფო
- ხორვატიის რესპუბლიკა – უპირობოდ ტურიზმისა და ბიზნესის მიზნით
Feeling lucky? I gave lucky888game a shot and I wasn’t disappointed. Good bonuses and a solid range of games. Worth a look if you’re chasing that big win. Find your fortune at lucky888game
jilibee is pretty cool. The graphics are awesome, and the gameplay is really engaging. Plus, they seem to have promotions running all the time. Check ‘em out! Buzz on over to jilibee
I’ve been playing on x888game for a bit now and it’s become one of my go-to spots. Good variety of games and decent payouts. Check it out if you haven’t already. Level up your game at x888game