Home ბლოგი Avia.ge იწყებს ახალ ინიციატივას ემიგრანტებისთვის – პირდაპირი ფრენები ბარიდან საქართველოში

Avia.ge იწყებს ახალ ინიციატივას ემიგრანტებისთვის – პირდაპირი ფრენები ბარიდან საქართველოში

0
Avia.ge იწყებს ახალ ინიციატივას ემიგრანტებისთვის – პირდაპირი ფრენები ბარიდან საქართველოში

იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari

ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა Avia.ge ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ემიგრანტების საჭიროებებს ეხმიანება. პროექტი მიზნად ისახავს ბარიდან (იტალია) საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის ხელშეწყობას. ამისთვის პლატფორმაზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც თითოეულ მსურველს შეუძლია საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა დააფიქსიროს.

ბარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია ქართველი ემიგრანტებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოდან ბარის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არსებობს. აღნიშნულმა მდგომარეობამ უამრავი ადამიანი აიძულა, გაიარონ ძვირადღირებული და დამღლელი მარშრუტები, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

Avia.ge-ს მიზანია ამ პრობლემის მიმართ ავიაკომპანიებისა და შესაბამისი უწყებების ყურადღება მიიპყროს. ინიციატივა ეფუძნება მომხმარებელთა უკუკავშირს, რომელიც სოციალურ მედიასა და პლატფორმის არხებზე აქტიური კომუნიკაციის შედეგად შეგროვდა.

მანიფესტის მეშვეობით, Avia.ge მიმართავს ავიაკომპანიებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შემდეგი გზავნილით:

“გთხოვთ, განიხილოთ ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი თანამემამულეების გადაადგილებას და გაუადვილებს მათ სამშობლოში დაბრუნებას.”

🔗 ინიციატივის მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ბმულს: https://avia.ge/petition-flights-from-bari/

Avia.ge დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და რეალურად გადაჭრას ბარსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პრობლემა.

ქუთაისი ბარი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ნოემბერი 202613 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 537 - დან
10 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 526 - დან
12 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 562 - დან
14 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 500 - დან
9 იანვარი 202715 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 527 - დან
11 იანვარი 202715 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 497 - დან
16 იანვარი 202726 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 494 - დან
10 მარტი 202718 მარტი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 730 - დან
2 აპრილი 20277 აპრილი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 626 - დან
5 აგვისტო 20279 აგვისტო 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 098 - დან
6 აგვისტო 202710 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 903 - დან