back to top
მეტი

    რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში უვიზო მოგზაურობისთვის?

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    2017 წლის აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. გთავაზობთ რჩევებს ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

    ევროპის რომელ ქვეყნებში შემიძლია უვიზოდ მოგზაურობა?

    უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე შემდეგ ქვეყნებში:

    ავსტრია, ბელგია, გერმანია,
    დანია, ესპანეთი, ესტონეთი,
    იტალია, ლატვია, ლიტვა,
    ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები,
    პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი,
    საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი,
    უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი,
    ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი,
    ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი,
    კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

    რამდენი ხნით შემიძლია შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენა?

    საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღით დარჩენას ევროპის ტერიტორიაზე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

    რა მიზნით შემიძლია მოკლევადიანი ვიზიტით წასვლა ევროპაში?

    მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების/მეგობრების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;

    განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.

    რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეს მესაზღვრეს ჩემი საზღვარზე ყოფნისას?

    ყველა მესაზღვრეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება უარი უთხრას მგზავრს საზღვრის გადაკვეთაზე. მესაზღვრეს შესაძლებელია გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვა თქვენი მოგზაურობის დანიშნულების შესახებ, სად აპირებთ გაჩერებას (კონკრეტრული მისამართი და სასტუმროს დასახელება), რა ადგილების მონახულებას აპირებთ მოგზაურობის დროს და ა.შ.

    რა საბუთები უნდა ვიქონიო თან საზღვარზე წარსადგენად?

    • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.
    • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
    • სასტუმროს ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს;
    • შესაბამისი მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებებში. კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობის დროს;
    • ნათესავების/მეგობრების მონახულების დროს მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები, ასევე, იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
    • სამკურნალო მიზნით გამგზავრების დროს იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    სად არის შესაძლებელი საზღვარზე წარსადგენი საბუთების მომზადება?

    გარდა ბიომეტრიული პასპორტისა, რომელსაც იღებთ იუსტრიციის სახლში, ყველა სხვა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ტურისტულ სააგენტოებს და სავიზო მომსახურების ცენტრებს.

    ინფორმაციისთვის და რეკომენდაციებისთვის შეგიზლიათ მოგვმართოთ ვიზაჯორჯიას ოფიში. გამოიყენეთ ჩვენი გამოცდილება თქვენი წარმატებისთვის.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები