საქართველოში შპს-ის რეგისტრაცია მარტივია. პროცედურის წარმატებით დასასრულებლად აუცილებელია, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინოთ იუსტიციის სახლში. გაითვალისწინეთ, უცილებელია, წინასწარ გადაამოწმოთ სახელი, რადგან მსგავსი სახელის შემთხვევაში კომპანიის რეგისტრაცია დახარვეზდება. რეალურ სირთულეებს შესაძლოა რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში – საგადასახადო ვალდებულებების მართვისას გადააწყდეთ. ბევრმა დამწყებმა მეწარმემ ან ფრილანსერმა არ იცის, რეგისტრაციის შემდგომ რა უნდა გააკეთოს და ვის მიანდოს საქმე. ისინი პროცესების მოსაწესრიგებლად კვალიფიციურ გუნდს ეძებენ.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დოკუმენტბრუნვა მოცულობითია. შესაბამისად, გჭირდებათ გუნდი, რომელიც ყველა შესაბამის საკითხში ერკვევა. მანამდე კი, მნიშვნელოვანია იცოდეთ, ბიზნესის დასარეგისტრირებლად რა ნაბიჯების გავლაა საჭირო.
ბიზნესის რეგისტრაცია – რა უნდა გაითვალისწინოთ
კომპანიის რეგისტრაცია ტექნიკური პროცესია, რომელიც ზუსტად უნდა შესრულდეს. პროცედურის გასავლელად თქვენ შეგიძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიხვიდეთ ან რეგისტრაცია დისტანციურად, მინდობილობის საფუძველზე მოხდეს.
ბიზნესის რეგისტრაციისას იურიდიული მისამართის ქონაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს თქვენი საკუთრება ან სხვა პირის კუთვნილი ფართი, რაზეც მფლობელის შესაბამისი წესით გაფორმებული თანხმობა უნდა გქონდეთ. გარდა ამისა, შპს-ის შემთხვევაში კომპანიის წესდება და დამფუძნებელთა შეთანხმება დაგჭირდებათ. წესდებაც და შეთანხმებაც არსებობს სტანდარტული ფორმებით, თუმცა დავის, ცვლილების ან ოპერაციების დროს მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის წესდება თავიდანვე სწორად იყოს დადგენილი.
როგორც კი შპს-ის რეგისტრაციას დაასრულებთ, თქვენი მონაცემები ავტომატურად იგზავნება შემოსავლების სამსახურში. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის დროსვე შეგიძლიათ მიუთითოთ გსურთ თუ არა, კომპანია გახდეს დღგ-ის გადამხდელი.
პროცესის მაქსიმალურად ზუსტად და სწრაფად წარმართვაში კვალიფიციური გუნდი დაგეხმარებათ. პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ რასთან აქვთ საქმე.
რატომ უნდა დაიწყოთ ბუღალტრული აღრიცხვა დროულად?
მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები თავიდანვე მოწესრიგებული გქონდეთ. ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს:
- ინვესტორები – შესაძლოა თანამშრომლობის დაწყებისგან თავი შეიკავონ, თუკი თქვენი ფინანსური ისტორია ბუნდოვანია;
- ბანკები – სესხის მისაღებად საჭიროა მოწესრიგებული ბალანსი გქონდეთ;
- საგადასახადო აუდიტისთვის – RS.GE-ს მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტაცია თავიდანვე სწორად იყოს წარმოებული.
სწორი ფინანსური ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ, სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღოთ. სწორედ ამის გამო სჯობს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა თავიდანვე შესაბამისმა პროფესიონალებმა დაგეგმონ.
რაში დაგეხმარებათ გამოცდილი ბუღალტერი?
ფინანსური პროცესების სწორად ორგანიზებაზე ბიზნესის დაწყებისთანავე უნდა იზრუნოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ბუღალტერი, რომელიც აღრიცხავს ფინანსურ ოპერაციებს, მოამზადებს დეკლარაციებსა და ანგარიშგებას და გააკონტროლებს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ბიზნესგარემოში სულ უფრო პოპულარული ხდება აუთსორსინგი. ეს კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მაღალი დონის პროფესიონალიზმი დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გარეშე მიიღონ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საგადასახადო მოთხოვნები პერიოდულად იცვლება. ამიტომაც, საჭიროა დროული საგადასახადო კონსულტაცია. გამოცდილი ბუღალტერი ბიზნესს ყველა ვალდებულების კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ IBCCS TAX Georgia-ს პროფესიონალები კლიენტებს მხოლოდ ბუღალტერიასთან დაკავშირებულ საკითხებში არ ეხმარებიან. გარდა ამისა, ისინი არიან საგადასახადო მრჩევლები და შედგენილი დეკლარაციები მონიტორინგს გადის. ისინი კლიენტს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის რჩევას აძლევენ, რასაც ბიზნესი გაითვალისწინებს თუ არა, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია.
რა უნდა გაითვალისწინოს დამფუძნებელმა ბიზნესანგარიშის გახსნისას, რა დოკუმენტები შეიძლება მოითხოვოს ბანკმა, რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი და ბიზნესფინანსების გამიჯვნა – ამ საკითხებზე პასუხი გამოცდილ გუნდს აქვს. საბანკო ანგარიშის გახსნაში სწორედ ისინი დაგეხმარებიან. თუმცა, ანგარიშის გახსნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბანკი იღებს.
რა უნდა იცოდეთ სტარტაპის დაფინანსების შესახებ
თუ თქვენი სტარტაპი ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნის ან მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, შეგიძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო საგრანტო პროგრამით ისარგებლოთ.
მნიშვნელოვანია, აირჩიოთ გუნდი, რომელიც სტარტაპ სერვისებს გთავაზობთ. IBCCS TAX Georgia-ს სტარტაპ სერვისები ფინანსურ, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას მოიცავს. პროფესიონალების ჩართულობით უფრო დიდი შანსი გექნებათ, რომ სტარტაპის დაფინანსება წარმატებით მიიღოთ.
ფინანსური პროცესების სწორად წარმართვაში დახმარება გჭირდებათ?
დარეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია
ხშირად დასმული კითხვები
რა დროშია შესაძლებელი შპს-ის რეგისტრაცია და კომპანიის გახსნა?
საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესია. დაჩქარებული მომსახურებით ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათში სრულდება, სტანდარტული წესით კი – ერთ სამუშაო დღეში.
ვის ევალება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია?
რეგისტრაცია სავალდებულოა ნებისმიერი პირისთვის (ფიზიკური თუ იურიდიული), რომლის დასაბეგრი ოპერაციების თანხამ ბოლო 12 უწყვეტი თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა.
რატომ სჭირდება ბიზნესს ბუღალტერი პირველივე დღიდან?
ის უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების სწორ აღრიცხვას, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და ფინანსური რისკების შემცირებას.
დისტანციურად შეიძლება თუ არა რეგისტრაცია?
კი, შეიძლება, შესაბამისად ლეგალიზებული მინდობილობის საფუძველზე.
რეგისტრაციისას კაპიტალის შეტანა სჭირდება თუ არა კომპანიას?
საქართველოში კომპანიებს ვალდებულება არ აქვთ, რომ კაპიტალი შეიტანონ.



