Home ბლოგი კახეთის სასტუმროები საქორწილო ცერემონიისთვის: იდეალური გარემო და სერვისი

კახეთის სასტუმროები საქორწილო ცერემონიისთვის: იდეალური გარემო და სერვისი

0
კახეთის სასტუმროები საქორწილო ცერემონიისთვის: იდეალური გარემო და სერვისი

ქორწილის დაგეგმვისას წყვილებს ბევრი დეტალის გათვალისწინება უწევთ. ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი ადგილის შერჩევაა. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ტრადიციულ რესტორნებზე და ცერემონიისთვის ბუნებაში მდებარე სივრცეს ეძებს. როგორც წესი, უმეტესად ეძებენ ისეთ სასტუმროს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც  საქორწილო ცერემონიის ღია ცის ქვეშ გამართვა, ისე სტუმრების კომფორტულად განთავსება და საქორწილო სუფრის ორგანიზება.

ამ მხრივ, ყურადღებას ყოველთვის იქცევს კახეთის სასტუმროები, განსაკუთრებით კი ყვარელში მდებარე ყვარლის ტბის რეზორტი, რომელიც ერთ ტერიტორიაზე გახვედრებთ ყველაფერს, რაც საქორწილო წვეულებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ: თანამედროვე და კომფორტულ ოთახებს სტუმრებისთვის, რესტორნებს, საღონისძიებო დარბაზებსა და გარე სივრცეებს ხელის მოწერის ცერემონიისთვის. 

რატომ ირჩევენ წყვილები ქორწილისთვის კახეთს?

კახეთი წყვილებს პირველ რიგში თავისი ლანდშაფტის გამო იზიდავს. ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახები და ჰორიზონტზე აღმართული კავკასიონის ქედი ერთგვარ ბუნებრივ დეკორაციას ქმნის, რომელიც სეზონების მიხედვით იცვლება. გაზაფხულზე ვენახები მწვანდება, ზაფხულში გარემო უფრო მკვეთრ ფერებს იძენს, შემოდგომაზე კი ოქროსფერი და შინდისფერი ტონები დომინირებს.

კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ კახეთი თბილისთან საკმაოდ ახლოს არის. მაგალითად, ყვარლის ტბის რეზორტი დედაქალაქიდან დაახლოებით 158 კილომეტრში მდებარეობს, მგზავრობას კი საშუალოდ ორსაათნახევარი სჭირდება. სტუმრებს შეუძლიათ წინასწარ დააორგანიზონ ტრანსპორტირების საკითხი და გადაწყვიტონ, ქორწილის შემდეგ თბილისში დაბრუნდებიან თუ სასტუმროში დარჩებიან. მეორე ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვიანი ოჯახებისა და იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც გვიან ღამით მანქანით მგზავრობა არ სურთ. ინფორმაციისთვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეზორტს 100 ნომერი და უფასო პარკინგი აქვს.

კახეთის სასტუმროები ქორწილისთვის: ყვარლის ტბის რეზორტის რესტორნები და ტერასები სტუმრებისთვის

ქორწილის დაგეგმვისას სუფრას ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თუმცა ამ დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მენიუ, არამედ ისიც, რამდენ სტუმარს იტევს სივრცე და რამდენად შეესაბამება ის ღონისძიების ფორმატს. ყვარლის ტბის რეზორტზე კვების რამდენიმე ობიექტია, მათ შორის ქართული რესტორანი, ევროპული რესტორანი, ქართული კუთხე და ღია აუზის ლაუნჯ-ბარი. 

ქართული რესტორნის შიდა სივრცე 120 სტუმარზეა გათვლილი, ტერასა კი 90 ადამიანს იტევს. ევროპული რესტორნის შიდა სივრცეში 170 სტუმარი თავსდება, ტერასაზე კი 100 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ქართული კუთხე 50 ადამიანისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ღია აუზის ლაუნჯ-ბარს 30-ადგილიანი შიდა სივრცე და 50-ადგილიანი ტერასა აქვს. ბუნებრივია, აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომელი სივრცეები გამოიყენება საქორწილო ცერემონიისთვის, როგორია მათი განლაგება და რა პირობებია კონკრეტული ღონისძიების შემთხვევაში. 

ქორწილის ორგანიზება და ტექნიკური დეტალები: რა უნდა შეათანხმოთ წინასწარ?

ყველა წყვილს საკუთარი ქორწილი თავისებურად წარმოუდგენია. ზოგისთვის მთავარია ცერემონიისა და ბანკეტის გამართვა ერთ სივრცეში, სხვებისთვის კი – ღონისძიების რამდენიმე ნაწილად დაგეგმვაა მნიშვნელოვანი, მაგალითად, სტუმრების მიღება, ოფიციალური ნაწილი, სადღესასწაულო ვახშამი და ფოტოსესია. ამ შემთხვევაში Kvareli Lake Resort არის  საუკეთესო სასტუმრო კახეთში, სადაც ყველა ეს სცენარი თავისუფლად შეიძლება რომ რეალობად იქცეს. 

ღონისძიების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ტექნიკური საკითხებიც. რეზორტის საკონფერენციო ინფრასტრუქტურა მოიცავს 224 კვადრატული მეტრის დიდ დარბაზს, რომელშიც თეატრალური განლაგებით 200 ადამიანი ეტევა და 120 კვადრატული მეტრის მცირე დარბაზს „ალაზანს’’, რომელიც იმავე განლაგებით 80 ადამიანს იტევს. ორივე სივრცეში გათვალისწინებულია აუდიოვიზუალური აღჭურვილობა, პროექტორი, ეკრანი, ბუნებრივი განათება, კონდიცირება და Wi-Fi. ეს დარბაზები ზოგადად ღონისძიებებისა და კონფერენციებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ მათი საქორწილო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, განლაგება და ტექნიკური მოთხოვნები უშუალოდ რეზორტის გუნდთან უნდა შეთანხმდეს.

აარჩიეთ საუკეთესო სასტუმრო კახეთში და დაგეგმეთ ქორწილი განსაკუთრებულ გარემოში

თუ გსურთ, რომ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სრულყოფილ, ზღაპრულ გარემოში გაატაროთ და სტუმრებსაც სამახსოვროდ დაუვიწყარი მოგონებები დარჩეთ, აირჩიეთ Kvareli Lake Resort, სასტუმრო ყვარელში, რომელიც თითოეულ ვიზიტორს უმაღლესი დონის სერვისს სთავაზობს. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის, კომფორტული ნომრებისა და პროფესიონალური გუნდის წყალობით, ყვარლის ტბის რეზორტი სრულყოფილად პასუხობს ნებისმიერი მასშტაბისა და სტილის საქორწილო ღონისძიების მოთხოვნებს.