თუ გადაწყვიტეთ, რომ ამერიკული კამპუსები, უნივერსიტეტები, საზაფხულო სკოლები თქვენთვის განათლების მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო უნდა გახდეს, სასწავლო პროგრამების არჩევასთან ერთად აუცილებლად უნდა განიხილოთ ის ხუთი ეტაპი, რომლის გავლა US სტუდენტური ვიზის მისაღებად არის საჭირო.
- SEVP – ს პრიორიტეტულ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება და ჩარიცხვა;
- SEVIS გადასახადის დაფარვა;
- US სტუდენტური ვიზის აპლიკაციის შევსება;
- აპლიკაციის გადასახადის დაფარვა;
- საელჩოში გასაუბრების დანიშვნა და კონსულისგან დადებითი პასუხის მიღება.
SEVP – ს პრიორიტეტულ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება და ჩარიცხვა
როგორც საერთაშორისო სტუდენტმა სასწავლო პროგრამა იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ არის თუ არა აკრედიტირებული და SEVP – ს – ამერიკის მთავრობის სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამის სტუდენტების პროგრამის მიერ.
აკრედიტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ადასტურებს, რომ თქვენი საგანმანათლებლო ხარისხი აღიარებულია სხვა უნივერსიტეტების, პროფესიული ასოციაციების, დამქირავებლებისა და სამთავრობო უწყებების მიერ მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ SEVP – ს პრიორიტეტულ უნივერსიტეტს შეუძლია სტუდენტი SEVIS პროგრამაში ჩართოს და US სტუდენტური ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყოს. SEVIS სტუდენტებისა და გაცვლით როგრამებში ჩართული აპლიკანტების საინფორმაციო სისტემაა.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ-ს არ აქვს უნივერსიტეტების ცენტრალიზებული სააპლიკაციო სისტემა, ამიტომ, დაგჭირდებათ რომ თითოეული პროგრამის აპლიკაცია, ორმელიც თქვენთვის საინტერესოა ცალ-ცალკე შეავსოთ. გაითვალისწინეთ, სხვა ადმინისტრაციულ ინფორმაციასთან ერთად ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის დადასტურება იქნება საჭირო.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი თქვენს კანდიდატურას მიიღებს, SEVIS – ის სისტემაში ჩაგრთავთ და საჭირო დოკუმენტაციას მიიღებთ. I 20 დოკუმენტს მიიღებთ თუ F და M ტიპის ვიზაზე შეგაქვთ განაცხადი, DS 2019 ფორმას კი იმ შემთხვევაში თუ J ტიპის ვიზაზე მუშაობთ.
SEVIS გადასახადის დაფარვა
SEVIS გადასახადი ვიზაზე განაცხადის წარდგენიდან სამი დღის ვადაში უნდა დაფაროთ. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია როგორც ონლაინ გადარიცხვით, ისე გადახდის ქვითრის წარდგენით.
F/M კატეგორიის ვიზის მოსაკრებელი 200$ – ია, J კატეგორიის ვიზის კი – 180$.
აქვე განვმარტავთ, F/M კატეგორიის ვიზა საერთაშორისო სტუდენტებს მოიცავს, J კატეგორიის ვიზა აუფეარის, საზაფხულო სამუშაოების ან სეზონური კამპუსების სტუდენტებს მოიცავს.
თანხის გადარიცხვის შემდეგ გადაამოწმეთ თქვენი სტატუსი. SEVIS გადასახადი შესაძლოა მესამე მონაწილემ (მაგ. სპონსორმა) დაფაროს სრულად ან ნაწილობრივ.
აუცილებლად ამობეჭდეთ გადახდის დადასტურების გვერდი. ეს დოკუმენტი საკონსულოში გასაუბრების დროს დაგჭირდებათ.
US სტუდენტური ვიზის აპლიკაციის შევსება
მას შემდეგ, რაც მიიღებთ SEVIS ფორმას და დაფარავთ გადასახადს, შეგიძლიათ საელჩოს სტუდენტური ვიზის აპლიკაციისთვის მიმართოთ. საელჩოში მისვლას ნუ გადადებთ, რადგან ვიზა შესაძლოა ამერიკის საზღვრის გადაკვეთამდე 120 დღით ადრე გაიცეს.
სტუდენტური ვიზის აპლიკაცია ყველა ქვეყანას სხვადასხვა აქვს, თუმცა, ამ აპლიკაციასთან ერთად ონლაინ სავიზო აპლიკაცია – DS 160 უნდა შეავსოთ.
აპლიკაციის შევსება უსაფრთხოების შესახებ კითხვებით იწყება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ DS 160 ფორმა შემდეგი სახის ინფორმაციას მოგთხოვთ:
- სრული სახელი და დაბადების თარიღი
- მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
- პასპორტის მონაცემები
- დეტალები გამგზავრებისა და ტურისტული სააგენტოს შესახებ
- ამერიკაში თქვენი საკონტაქტო პირის მონაცემები (მაგ: უნივერსიტეტის ასისტენტი)
- ოჯახის წევრების, სამსახურისა და განათლების შესახებ მოკლე ინფორმაცია
- ისაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ
- SEVIS – ის ID და ამერიკის სკოლის/უნივერსიტეტის მისამართი (რომელიც მითითებულია I – 20 ან DS 0 2019 ფორმაში)
აქვე, თქვენი ფოტოსურათის ატვირთვაც დაგჭირდებათ, რომელიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ყურადღებით გაეცანით კითხვებს და ობიექტურად გაეცით პასუხები. ვიზის აღების დროს ინფორმაციის სისწორეს დიდი მნიშვნელობა აქვს.
აპლიკაციის შევსების შემდეგ მიიღებთ ბარკოდის გვერდს, ბარკოდის ნომერს და ID ნომერს. ეს გვერდი სხვა დოკუმენტებთან ერთად საკონსულოში წარსადგენად დაგჭირდებათ.
მთლიანი აპლიკაციის ამობეჭდვა საჭირო არ არის.
აპლიკაციის გადასახადი
სავიზო მოსაკრებელი – MRV შეგიძლიათ გადაიხადოთ
- ბანკში, ოპერატორის დახმარებით
- მობილურით ( მიიღებთ გადახდის დადასტურების ფურცელს)
- ონლაინგადარიცხვით ( საჭიროა ქვითრის ამობეჭდვა)
საელჩოში გასაუბრების დანიშვნა და კონსულისგან დადებითი პასუხის მიღება.
ბოლო ნაბიჯი საკონსულოში გასაუბრების დაჯავშნაა. მანამდე არ დაგავიწყდეთ MRV – ს გადახდა!
დოკუმენტაცია, რომელიც გასაუბრებისას დაგჭირდებათ:
- ვადიანი პასპორტი
- SEVIS -ის I-20 ან DS – 2019 ფორმები
- J კატეგორიის ვიზის შემთხვევაში DS-7002 ფორმა
- DS – 160 აპლიკაციის გვერდი ბარკოდით და ID ნომრით
- MRV – ს გადახდის ქვითარი
- ინტერვიუზე მოწვევის წერილი (ამობეჭდილი ასლი)
- 1-2 ფოტოსურათი, პარამეტრების გათვალისწინებით
შეგიძლიათ თან იქონიოთ მოკლე რეზიუმე მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ. ენის გამოცდის სერტიფიკატები ხშირ შემთხვევაში საჭიროა.
მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრებაზე არ დააგვიანოთ – შესაძლოა გასაუბრება გადაგივადონ.
კონსულთან გასაუბრებაზე მხოლოდ აპლიკანტი დაიშვება. გამონაკლისია 18 წლამდე ბავშვების მშობლებს, თარჯიმნებს, შშმ პირთა ასისტენტებს. მშობლის, თარჯიმნის ან ასისტენტის სახელი და გვარი საელჩოს გასაუბრების დღემდე უნდა აცნობოთ.