გერმანიის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, ისტორიული და მრავალფეროვანი ქალაქი ბერლინი, აერთიანებს მეოცე საუკუნის ბნელ და ნათელ ისტორიას, თანამედროვე ხელოვნებას, კულტურულ სიცოცხლესა და ტექნოლოგიურ განვითარებას.
გთავაზობ ტოპ 10 ღირსშესანიშნაობას ბერლინში, რაც აუცილებლად უნდა მოინახულო:
1. ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)
ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინის მთავარი სიმბოლოა – XVIII საუკუნის კლასიცისტური თაღი, რომელიც ქალაქის გაერთიანებისა და თავისუფლების ნიშანია.
2. რაიხსტაგის შენობა (Reichstag)
გერმანიის პარლამენტი – შეგიძლიათ ადიხო მინის გუმბათში და დატკბე ბერლინის პანორამული ხედით. ვიზიტი უფასოა, მაგრამ წინასწარ დაჯავშნა საჭიროა.
3. ბერლინის კედლის ნარჩენები / East Side Gallery
კედლის ყველაზე გრძელი შემორჩენილი მონაკვეთი, რომელიც გაფორმებულია საერთაშორისო მხატვრების მიერ – თავისუფლებისა და მშვიდობის თემებზე.
4. მუზეუმების კუნძული (Museumsinsel)
იუნესკოს მემკვიდრეობის ნაწილი და ბერლინის კულტურული გულისცემა. აქ ნახავ პერგამონის მუზეუმს, Neues Museum-სა და ალტის მუზეუმს.
ქუთაისი ბერლინი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
18 მაისი 2025 | 25 მაისი 2025 | ![]() | ბილეთები 430 - დან |
8 ივნისი 2025 | 15 ივნისი 2025 | ![]() | ბილეთები 502 - დან |
6 ივლისი 2025 | 20 ივლისი 2025 | ![]() | ბილეთები 945 - დან |
5. ჰოლოკოსტის მემორიალი (Holocaust Memorial)
დამაფიქრებელი ადგილი 6 მილიონი ებრაელი მსხვერპლის ხსოვნისადმი – მოიცავს ათასობით ბეტონის ბლოკს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ შიშსა და დაბნეულობას.
6. ტელეანძა – Fernsehturm (Berlin TV Tower)
ბერლინი –ს ყველაზე მაღალი შენობა – 368 მეტრი სიმაღლის. შეგიძლიათ ასვლა გუმბათზე და დატკბობა ქალაქის ხედით.
7. ჩეკპოინტ ჩარლი (Checkpoint Charlie)
ცივი ომის დროინდელი საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის. ახლოს მდებარე მუზეუმი მოგიყვება გაქცევის ისტორიებს და დაპირისპირებულ სამყაროს.
8. შარლოტენბურგის სასახლე (Schloss Charlottenburg)
ბერლინის ყველაზე ლამაზი ბაროკოს სასახლე, პარკითა და მუზეუმით. იდეალურია მათთვის, ვისაც მეფური არქიტექტურა და ისტორია იზიდავს.
9. ტიერი გარტენი (Tiergarten Park)
ბერლინის ცენტრალური პარკი, “ცენტრალ პარკის” ბერლინური ვერსია – იდეალურია სეირნობისთვის, პიკნიკისთვის ან ველოსიპედით გასეირნებისთვის.
10. კაიზერ ვილჰელმის მემორიალური ეკლესია (Kaiser-Wilhelm-Gedächtniskirche)
ომით დაზიანებული ეკლესია, რომელიც მემორიალად დარჩა. ერწყმის ახალი თანამედროვე არქიტექტურის ტაძარს – სიმბოლო წარსულისა და აწმყოს შერწყმის.