back to top
მეტი

    მექსიკის ვიზა

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    მექსიკის ვიზა – მექსიკაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა. ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში მექსიკის შეერთებული შტატების საკონსულოში. Embassy of United States of Mexico; kirkipinar Sokak No. 18/6; 06540 Ankara, Turkey, Tel: (+90 312) 442 3033 ext 125; Fax: (+90 312) 442 022

    რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

    საქართველოს მოქალაეებს მექსიკის ვიზით უზრუნველყოფს ანკარაში მდებარე მექსიკის საკონსულო. სავიზო განაცხადის შევსება ხდება ელექტრონულად და სავიზო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები იგზავნება ელექტრონული სახით. მას შემდეგ რაც საკონსულო დააკმაყოფილებს აღნიშნული დოკუმენტაციის სტატუსს, განმცხადებელთან შეთანხმებით საკონსულოს მიერ დაინიშნება ქ. ანკარაში ჩასვლის თარიღი ბიომეტრიული (თითის ანაბეჭდები) მონაცემების ჩასაბარებლად და საკონსულოში გასაუბრების გასავლელად. ამის შემდეგ, ვიზაზე პასუხს ადგილზევე – საკონსულოში შეიტყობს აპლიკანტი.

    რა საბუთები მჭირდება მექსიკაში ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

    ვიზის მიღებისათვის ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
    თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი (მინიმუმ მოქმედების 6 თვის ვადით);
    • სააპლიკაციო ფორმა / ბიომეტრული ფოტო;
    • ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • პასპორტში არსებული მოქმედის ვიზის ასლები;
    • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
    • ბოლო 3-6 თვის სახელფასო ბრინვა ბანკიდან;
    • დანაზოგის ცნობა ბანკიდან;
    • გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

    მექსიკის სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 36 აშშ დოლარს.სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონულად. ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს.
    მომსახურება მოიცავს:

    • კონსულტაცია;
    • სავიზო განაცხადის ფორმის შევსება(მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა);
    • საკონსულოში რეგისტრაციას;
    • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი);
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • ბიომეტრული ფოტოსურათი.

    ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.

    ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

    მექსიკის ვიზა -ის მიღება დამოკიდეულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ, დაამტკიცოთ, რომ ხართ წარმატებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა.

    ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

    ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. თუმცა ვიზა ცენტრის სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას გაზრდის.​

    რა ვადებში ხდება მექსიკის ვიზის გაცემა?

    მექსიკის ვიზაზე განაცხადი კეთდება ელექტრონულად. ამის შემდეგ საკონსულო აპლიკანტთან შეთანხმებით ნიშნავს გასაუბრების თარიღს, რა დროსაც აპლიკანტი უნდა გამოცხადდეს ანკარაში მდებარე მექსიკის საკონსულოში. ჯამში სავიზო პროცედურისათვის აპლიკანტმა 1-დან 3 თვემდე ვადა უნდა გაითვალისწინოთ.​

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები