back to top
მეტი

    ავსტრალიის ვიზა

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    ავსტრალიის ვიზა გაიცემა თურქეთში, ქ.ანკარაში ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. Ugur Mumcu 88 Kat 7 GOP ანკარა, თურქეთი; ტელ: 0312 459 9500; ვებ-გვერდი: http://www.turkey.embassy.gov.au/anka/home.html

    რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

    საქართველოს მოქალაეებს ავსტრალიის ვიზით უზრუნველყოფს ავსტრალიის საელჩოს საკონსულო განყოფილება ანკარაში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზაზე ან ისარგებლონ სპეციალისტის მომსახურებით. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, პროფესიონალის მიერ შეადგინოთ სამოტივაციო წერილები, ვიზაცენტრშივე გადაიღოთ ბიომეტრული ფოტო და ყველა დოკუმენტი ელექტრონულად გადააგზავნოთ საკონსულო განყოფილებაში.

    საჭიროა თუ არა ვიზის ასაღებად ანკარაში ჩასვლა და საკონსულოში გამოცხადება?

    არა. ვიზაცენტრი თავად უზრუნველყოფს მონაცემების გადაგზავნას საკონსულოში და და ვიზაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ელექტრონულ ვიზას.

    რა საბუთები მჭირდება ავსტრალიის ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

    ავსტრალიის ვიზა -ის მიღებისათვის ყურადღება ექცევა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.

    თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;
    • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);
    • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;
    • სასურველია დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;
    • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

    გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

    საჭიროა თუ არა ჩემი პასპორტის გაგზავნა საელჩოში?

    მოქალაქე არ აგზავნის თავის პასპორტს საელჩოში. საელჩო მოითხოვს მხოლოდ აპლიკანტის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს და სავიზო განაცხადდთან ერთად.

    რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

    საკონსულოს ტურისტული/საქმიანი ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 140 ავსტრალიურ დოლარს. ხოლო ვიზაჯორჯიას სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 240 ლარს.

    მომსახურებაში შედის:

    • კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;
    • საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადება;
    • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება;
    • კორესპონდენცია საკონსულოსთან;
    • სამოტივაციო წერილის შედგენა;
    • ბიომეტრული ფოტო;

    ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

    კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს დამოკიდეულა თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის მხარდაჭერით შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ცალსახად ზრდის ვიზის მიღების შანსს.

    ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

    ავსტრალიის ვიზა -ის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე, თუმცა ვიზაჯორჯიას სპეციალისტები შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას გაზრდის.​

    რა ვადებში ხდება ავსტრალიის ვიზიტორის ვიზის გაცემა?

    საპლიკაციო ფორმის განხილვის პერიოდი 34 სამუშაო დღეა.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები