back to top
მეტი

    ვიკინგების მიწა – მოგზაურობა სკანდინავიაში

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიცხვში არიან. თუ ამ ქვეყნებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, წასვლამდე ბევრი რამის წინასწარ შესწავლა და დაგეგმვა ძალიან დაგეხმარებათ.

    შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავიაში მოგზაურობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუ გასაოცარ ბუნებას, ლამაზ, სუფთა ქალაქებს, ტბებს და რაღაც ზღაპრულს ეძებთ. ეს ხომ ვიკინგების მიწაა, სადაც აუამრავი ლეგენდა არსებობს. მოგზაურობის დაწყებამდე თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, მოგზაურობა ბევრად სასიამოვნო და კომფორტული გახდება.

    პირველ რიგში გასათვალისწინებელია ფული. დიახ, ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა. მოქალაქებიის საშუალო ხელფასი 4665 ევროა თვიურად. ანუ, მარტივი მისახვედრია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის ფასი ძალიან მაღალია.

    ასევე, ყველა სკანდინავიურ ქვეყანას აქვს საკუთარი ფული – კრონა. ნორვეგიას – ნორვეგიული კრონა, დანიას – დანიური კრონა, შვედეთს – შვედური კრონა. სკანდინავიის ქვეყნებში მცირე ბიუჯეტით მოგზაურობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა მაინც არსებობს ვარიანტები შედარებით იაფად სამოგზაუროდ.

    მაგალითად, თუ წინასწარ დაგეგმილ პატარა ტურებს შეუერთდებით ბევრად იაფი დაგიჯდებათ ტურისტული ადგილების მონახულება. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ იაფი ჰოსტელები, თუმცა ეს არც ისე მარტივია. მაგალითად, ოსლოში, ნორვეგიის დედაქალაქში, ყველაზე იაფი ჰოსტელის საფასური ერთი ღამე საშუალოდ 25ევროა. სკანდინავიელები ამბობენ, რომ რესტორნებში იშვიათად სადილობენ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ყოველთვის ბევრად მომგებიანია ესტუმროთ სუპერმარკეტებს.

    ხშირად იპოვით წინა დღის პროდუტს, რომელიც ზოგჯერ შეგიძლიათ ნახევარ ფასადაც იყიდოთ. ამით შესაძლებელია რამდენიმე ევროიანი სადილი გქონდეთ. დანიაში ერთ-ერთი ასეთი იაფი სუპერმარკეტია Fakta, რომელსაც კოპენჰაგენში და სხვა დიდ ქალაქებში ძალიან მარტივად იპოვით.

    ნორვეგიუელი ადგილობრივების საყვარელი სუპერმარკეტია Kiwi, სადაც ასევე ხელმისაწვდომ ფასებში შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა.

    skandinavia

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ძირითადად საკრედიტო ბარათით იხდი ბევრ დაწესებულებაში. ეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ ნაღდი ფულის თან ქონას სჯობს თანხა ბარათზე გქონდეთ.

    skandinavis mtebi

    ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სკანდინავია ზედმეტად ცივია, თუმცა ეს ბოლომდე სიმართლე არ არის. რა თქმა უნდა, ზამთარი ძალიან ბნელი და ცივია. ზამთარში მზე სულ რამდენიმე საათით ანათებს, ან საერთოდაც არ ჩანს. თუმცა სხვა სეზონებზე შეიძლება გაგიმართლოთ და ტემპერატურა 21-24 გრადუსი იყოს დღის განმავლობაში

    ეს განსაკუთრებით ეხება სკანდინავიის სამხრეთ ნაწილს. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზაფხულში შვედეთში და ნორვეგიაში განსაკუთრებით მზე საერთოდ არ ჩადის ბოლომდე, რაც იწვევს ე.წ. თეთრ ღამეებს ზაფხულის განმავლობაში. ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობაა, 24 საათის განმავლობაში მეტნაკლებად დღეა. გლობალური დათბობაც თავის როლს თამაშობს და ზაფხულში უფრო მეტი თბილი დღეა, ვიდრე წინა წლებში.

    სკანდინავიაში ბევრი ადამიანი მიემგზავრება ჩრდილოეთის ციალის სანახავად. ეს შთამბეჭდავი სანახაობა შემოდგომიდან გაზაფხულამდე ხდება. არსებობს კონკრეტული ტურები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ტურისტებს მაინც გაოცებულს ტოვებს. საინტერესოა, რომ აურორა ბორეალისის ნახვა არა მხოლოდ ჩრდილოეთ სკანდინავიაში, სამხრეთშიც არის შესაძლებელი. თუმცა ამისთვის ძალიან იღბლიანი უნდა აღმოჩნდეთ.

    vikingebis miwis ca

    გასაოცარი ბუნების გარდა, სკანდინავიაში ბევრი რამ არის მიმზიდველი. როგორც ჩანს, სკანდინავიელებს უყვართ ჩვეულებრივი ნივთების ხელოვნების ნიმუშად გადაქცევა. სტოკჰოლმის მეტრო მართლაც ხელოვნების ნიმუშია. 150-ზე მეტი ხელოვანი მუშაობდა მის გაფორმებაზე. დაახლოებით 100 მეტროს სადგური შემკულია სხვადასხვა ქუჩის მხატვრობითა თუ მოზაიკებით. ოსლოში ცალკე უბანიც კი არსებობს, სადაც ყველა შენობა მოხატულია, ეს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ტურისტებისთვის.

    სკანდინავიელები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ გარემოს დაცვას. აქედან გამომდინარე, ძალიან პოპულარული ტრანსპორტია ველოსიპედი. კოპენჰაგენი საუკეთესო ქალაქია ველოსიპედით გადასაადგილებლად. აქ ნებისმიერ დროს შეგიძლია ველოსიპედის ქირაობა, თანაც სრულიად უფასოდ. ადგილობრივები გადაადგილების ამ საშუალებას წელიწადის ნებისმიერ დროს იყენებენ, ამიტომაც ქუჩები ისეა დაგეგმილი, რომ ველოსიპედით გადაადგილება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

    საქართველოში ნარჩენების გადახარისხება ჯერ კიდევ უცხო რამ არის, სკანდინავიაში კი – პირიქით. იქ ჩასვლისას თქვენს ყურადღებას ეს აუცილებლად მიიპყრობს და მოგიწევთ ადგილობრივების მსგავსად დიდი ყურადღება დაუთმოთ ნარჩენების გადახარისხებას.

    skandinavia

    საერთო ჯამში, სკანდინავია უამრავ ღირსშესანიშნაობას გთავაზობთ და ყოველივე ამის გაცნობისას შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ იგი. სწორად დაგეგმილი მოგზაურობისას ნამდვილად შეძლებთ ულამაზესი მოგონებების დაგროვებას სკანდინავიაში, ვიკინგების ქვეყანაში.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები