back to top
მეტი

    რჩევები მოგზაურობისთვის, როცა ენა არ ვიცით

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    გინდათ მოგზაურობის დაწყება, თუმცა ენის ბარიერი გაბრკოლებთ? ეს გასაგებია, რადგან უცხო ქვეყანაში მოხვედრისას აუცილებელია კომუნიკაცია და როდესაც ამას ვერ ახერხებთ მოგზაურობა ნამდვილ კოშმარად შეიძლება გექცეთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ძალიან საჭირო, აუცილებელ ხერხს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც არ ფლობთ რაიმე ენას

    შეისწავლეთ მხოლოდ ძირითადი სიტყვები და ფრაზები

    აუცილებელი სულაც არ არის, რომ ორკვირიანი მოგზაურობისთვის რომელიმე ენას სრულყოფილად დაეუფლოთ. თუმცა მცირე დროს თუ გამოყოფთ იმ ენის შესასწავლად, რომელიც გჭირდებათ, თქვენ შეძლებთ საჭირო სიტყვებისა და ფრაზების სწავლას, რაც თქვენს მოგზაურობას ნამდვილად გაამარტივებს. სიტყვების ცოდნა, როგორებიცაა – „მადლობა“; „გამარჯობა“; „ინგლისურად საუბრობთ?“; თუ შეიძლება“ , “საით არის…?” – ძალიან დაგეხმარებათ, რომ მოგზაურობა გახდეს ბევრად კომფორტული.

    გარდა იმისა, რომ მარტივი, ძირითადი სიტყვების ცოდნა ნავიგაციაში, ქუჩების, ქალაქების მოძებნაში დაგეხმარებით, ამით დაუახლოვდებით ადგილობრივებს, რომლებიც დაინახავენ თუ რამდენად ცდილობთ მათი ქვეყნის უფრო ახლოს შესწავლას.

    გამოიყენეთ ჟესტების ენა

    თუკი ისე დიაკარგებით, რომ სიტყვებით შეუძლებელია რაიმეს ახსნა, გამოიყენეთ ხელები, რათა სხვისთვის მარტივი გახდეს თქვენი გაგება. ხშირად ეს ძალიან კარგი და მარტივი გამოსავალია. ამბობენ, რომ ადამიანები კომუნიკაციისას ზოგჯერ ხელებს უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე სიტყვებს, ამიტომაც არავის გაუკვირდება თუ რაიმეს ასახსნელად ჟესტებს მიმართავთ, ეს ბევრად გასაგებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის. ძალიან საჭირო რჩევა იქნება თუ ჟესტების გამოყენებამდე გაითვალისწინებთ იმ ქვეყანაში არსებულ წესებს, რათა სრულიად შემთხვევით, რომელიმე ჟესტის გამოყენებით ვინმეს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ.

    სათარგმნი აპლიკაციებ

    satargmni aplikacia

    კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსავალია ისეთი აპლიკაციების ქონა, რომლებიც თარჯიმნობას გაგიწევთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ მოგზაურობის დაწყებამდე გადმოწერთ რამდენიმე აპლიკაციას, რათა შემდგომ არ დაგჭირდეთ ამაზე დროის დაკარგვა. ხშირად ძალიან რთულია რაიმეს ზუსტად გადათარგმნა აპლიკაციების საშუალებით, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მაინც დაგეხმარებიან ძალიან მარტივი სიტყვების და წინადადებების თარგმნისას. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაცია არის : Google translate

    მითითება

    მითითება საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითისთვის, როდესაც რესტორანში რაიმეს შეკვეთას გადწყვეტთ, შეგიძლიათ მარტივად თითით მიუთითოთ მასზე და რამეს ახსნაც აღარ დაგჭირდებათ. მიუთითეთ ადგილებს რუკაზე, რაიმეს თქვენს ტელეფონში, მისამართს სადაც მიდიხართ – ამით ყოველთვის გააგებინეთ თანამოსაუბრეს თუ რა გსურთ ზუსტად.

    სწორად შეარჩიეთ ადრესატი

    ძალიან მიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ თუ ვის მიმართავთ შეკითხვით. ზოგიერთ ქვეყანაში. ქუჩაში შემთხვევითი გამვლელების უმეტესობამ შესაძლოა არ იცოდეს ინგლისური, ან არ იყოს ადგილობრივი და სულაც არ შეეძლეოს თქვენი დახმარება და მიმართულების ჩვენება. ამიტომ, მოზგაურობისას მიმართულებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვით უმჯობესია მიმართოთ რესტორნის, კაფის ან სასტუმროს მომსახურე პერსონალს, მათ ძირითადად იციან ინგლისური ენა და მსგავს შეკითხვებზეც არაერთხელ ექნებათ პასუხი გაცემული. შესაბამისად თქვენს დახმარებასაც ადვილად შეძლებენ.

    იყავით თავაზიანი

    სავარაუდოდ ყველაზე კარგი გამოსავალი მოგზაურობისას, როდესაც რომელიმე ენაზე ვერ საუბრობთ, არის იყოთ თავაზიანი. მოგზაურობისას ბევრ არასასიამოვნო, სანერვიულო მომენტს შეიძლება გადააწყდეთ, თავაზიანობა კი ამ სიტუაციიდან მარტივად გამოგიყვანთ. სხვა ადამიანს თქვენი დახმარების სურვილი მაშინვე ინსტიქტურად გაუჩნდება, როგორც კი შეამჩნევს თუ როგორი თავაზიანი ხართ.

    ზოგადად მოგზაურობა გვიქმნის მომენტებს, სადაც თავი კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ. თუ რომელიმე ენის არცოდნა ხელს გიშლით მოგზაურობაში, მიყევით ამ რჩევებს და არ მისცეთ რაიმეს უფლება დააბრკოლოს თქვენი სურვილების ასრულება.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები