მათ ვინც, 2019 წლის 2 ოქტომბრიდან, 2019 წლის 5 ნოემბრამდე, შეავსეს განაცხადი აშშ-ს საემიგრაციო სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, https://dvprogram.state.gov/ მწვანე ბარათის გათამაშების პასუხის შემოწმება, 2020 წლის 6 ივნისიდან შეეძლებათ!
შედეგის გაგება ძალიან მარტივია. 6 ივნისის შემდეგ, თქვენ უნდა ეწვიოთ https://dvprogram.state.gov/ ვებ-გვერდს, სადაც შეგყავთ მონაცემები:
- სარეგისტრაციო უნიკალური კოდი, რომელიც იწყება 21-ით(აღნიშნული კოდი მოგენიჭებოდათ გათამაშებაზე რეგისტრაციის დროს);
- მიუთითეთ თქვენი გვარი ინგლისურ ენაზე;
- მიუთითეთ თქვენი დაბადების წელი;
- ბოლო ველში შეიყვანეთ დამცავი კოდი.

მონაცემების სწორად შეყვანის შემდეგ, სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ლატარიის შედეგის შესახებ.
გისურვებთ წარმატებებს!