back to top
მეტი

    აშშ-ის მწვანე ბარათის გათამაშება იწყება

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    მწვანე ბარათი -ს გათამაშება რამდენიმე დღეში იწყება. მწვანე ბარათს, ანუ „მრავალფეროვნების ვიზას“ (DV) აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ათამაშებს. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელია და ჯამში ხელმისაწვდომი სულ 55,000 DV კატეგორიის ვიზა იქნება.

    სარეგისტრაციო პერიოდი: 

    რეგისტრაცია თბილისის დორით 5 ოქტომბრის 20:00 საათიდან დაიწყება და 8 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება. მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციისათვის აპლიკაციები ელექტრონულად უნდა შეივსოს შემდეგ მისამართზე: dvprogram.state.gov

    ყოველი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში, თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის შეტანა. სხვა შემთხვევაში განაცხადი ავტომატურად გაუქმდება.

    green card

    რა არის მწვანე ბარათი ? 

    მწვანე ბარათი , ოფიციალურად ცნობილი როგორც მუდმივი რეზიდენტის ბარათი, არის აშშ-ს მთავრობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს არაამერიკის მოქალაქე პიროვნებას, მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს შეერთებულ შტატებში.

    მწვანე ბარათის მფლობელები სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორითაც აშშ-ს მოქალაქეები. მაგალითად ლეგალურად მუშაობა და საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება და სხვ. მაგრამ, მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება ფედერალურ არჩევნებზე. მწვანე ბარათის მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ აშშ-ის მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებენ ბინადრობისა და სხვა გარკვეულ მოთხოვნებს.

    რა უფლებებით სარგებლობ მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში ?

    იმ შემთხვევაში, თუ მოიგებ ამერიკის შეერთებული შტატაბის მწვანე ბარათს, გექნება უფლება მოიპოვო: კანონიერი სამსახური, მოგზაურობის თავისუფლება, მიიღო სოციალური სერვისები, ფინანსური სტაბილურობა და ასევე გექნება ამერიკის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობაც.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები