Green Card – ახდენილი ოცნება, რომელსაც მრავალი ქვეყნის მოქალაქეს ამერიკა უკვე წლებია სჩუქნის. საქართველო ამ ლატარეაში უკვე 15 წლია ჩართულია და რეგისტრირებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თემის აქტუალობასთან ერთად მრავლადაა გავრცელებული ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები.
რა არის „მწვანე ბარათი“ და როგორ მოვხვდეთ ამერიკაში განუსაზღვრელი ვადით მისი მეშვეობით?
შევეცდებით თითოეული პროცედურა განვიხილოთ და თქვენს კითხვებს მაქსიმალურად ვუპასუხოთ.
პირველ რიგში, Green Card – აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაოფიციალური სახელია. მწვანე ბარათის ფლობა უფლებას მოგანიჭებთ იცხოვროთ და იმუშაოთ აშშ-ში, ისარგებლებთ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, შეძლებთ კრედიტის აღებას და გექნებათ აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი. აქვე გვახსოვდეს, „მწვანე ბარათი“ არ ნიშნავს ამერიკის მოქალაქეობას, თუმცა, 5 წლით ცხოვრების შემდეგ შეგიძლიათ მოქალაქეობის მოპოვებისთვის სხვადასხვა პროცედურები დაიწყოთ. ამ 5 წლის მანძილზე კანონმორჩილი რეზიდენტი უნდა იყოთ, რომელიც მინიმუმ 6 თვეს გადაბმულად დაჰყოფს ქვეყანაში.
ვის შეუძლია „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება?
„მწვანე ბარათის“ გათამაშება 2018 წლის 3 ოქტომბერს იწყება და 2018 წლის 6 ნოემბერს დასრულდება.
ლატარეაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, 16 წელზე ზევით, რომელსაც მიღებული აქვს საშუალო განათლება ან ბოლო 5 წლის განვალობაში გაჩნია მუშაობის 2 წლიანი სტაჟი.
მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ოჯახის წევრებთან ერთად.
თუ კანონიერ ქორწინებაში იმყოფებით, ანკეტის შევსებისას ოჯახის წევრების შესახებაც მიუთითებთ ინფორმაციას და მოგების შემთხვევაში ოჯახთან ერთად შეძლებთ გამგზავრებას.
რეგისტრაცია შეიძლება თქვენმა მეუღლემაც გაიაროს და ამით მოგების შანსები გაიორმაგოთ.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოგენიჭებათ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი ნომერი (Confirmation number). აუცილებლად ამოიწერეთ, დააკოპირეთ, შეინახეთ ეს ნომერი, რადგან, სწორედ მისი მეშვეობით შეძლებთ გაიგოთ გახდით თუ არა გათამაშების გამარჯვებული!
გაიმარჯვეთ?
პასუხები 2019 წლის მაისის დასაწყისიდან გახდება ცნობილი. შედეგებს გადაამოწმებთ ოფიციალურ ვებ.გვერდზე https://www.dvlottery.state.gov/(S(n2t2lbakasuxsdfiblzrrfmu))/default.aspx Confirmation number – ის მეშვეობით, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფორმის შევსების დასრულების შემდეგ მიიღეთ
და შეინახეთ სწორედ ამ მომენტისთვის. თუ შედეგებს თავად არ გადაამოწმებთ და შემდეგ პროცედურაზე არ გადახვალთ, ამერიკის წარმომადგელობა თავად არ დაგიკავშირდებათ და თითქმის მოგებულ „მწვანე ბარათსაც“ დაკარგავთ.
გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი გასაუბრებაა, რომელსაც ბარათის მიღებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მანამდე კი საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.
ფორმის შევსების შემდეგ თქვენს მონაცემებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) დაამუშავებს აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს ასევე თარიღს, როდესაც უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.
გასაუბრებისთვის, საშუალო განათლების ან სამსახურის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად სხვა დოკუმენტების მომზადება და წარდგენაც მოგიწევთ, არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზე გჭირდებათ.
გასაუბრების წარმატების დასრულების შემდეგ ამერიკის დალოცვილ მიწამდე ერთი ნაბიჯი რჩება. გასაუბრებიდან 60 დღის შემდეგ ფოსტით მიიღებთ დალუქულ სავიზო პაკეტს. გახსოვდეთ, არ წაგძლიოთ ცნობისმოყვარეობამ, არ გახსნათ დალუქული კონვერტი, ეს ამერიკის მესაზღვრის საქმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან გამოგაბრუნებენ და მთელი ამბავი მწარე გამოცდილებად დაგრჩებათ.
თუ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში დაიკარგეთ, დაგვიკავშირდით და ჩვენი ოფისი თქვენ გვერდით იქნება.
წარმატებები!