ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვა არა მხოლოდ სერიოზულ დისკომფორტს, არამედ ხშირად მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალსაც იწვევს.
სწორი არჩევანის გასაკეთებლად, თავდაპირველად უნდა გავმიჯნოთ სინქრონული და ინვენტორული გენერატორები, ხოლო შემდეგ განვიხილოთ ინვენტორული გენერატორების ორი ძირითადი სახეობა: ღია და დახურული (უხმო) ტიპის აგრეგატები.
სინქრონული VS ინვენტორული გენერატორი
- სინქრონული (სტანდარტული) გენერატორი: გამოირჩევა მაღალი გამშვები სიმძლავრით და იდეალურია მძიმე სამშენებლო ინსტრუმენტების (შედუღების აპარატი, პერფორატორი), ტუმბოებისა და დიდი დატვირთვის მქონე ძრავების ასამუშავებლად. მისი მინუსია ხმაური, საწვავის სტაბილური (მაღალი) ხარჯი და ძაბვის მცირე რყევები.
- ინვენტორული გენერატორი: წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც ჯერ ცვლად დენს გარდაქმნის მუდმივ დენად (DC), შემდეგ კი კვლავ გამოიმუშავებს იდეალურად სუფთა ცვლად დენს (AC). ეს „სუფთა ენერგია“ ძალიან მნიშვნელოვანია მგრძნობიარე ელექტრონიკისთვის (ლეპტოპები, ტელევიზორები, თანამედროვე გათბობის ქვაბები). გარდა ამისა, ის ძრავის ბრუნვის სიჩქარეს ზუსტად არგებს მოთხოვნილ დატვირთვას, რაც საგრძნობლად ზოგავს საწვავს.
ინვენტორული გენერატორების სახეობები: ღია თუ დახურული (უხმო)?
1. დახურული ტიპის (უხმო) ინვენტორული გენერატორი
ამ მოდელს გააჩნია სპეციალური, ხმის ჩამხშობი იზოლაციით აღჭურვილი პლასტმასის ან ლითონის კორპუსი.
უპირატესობები:
- აკუსტიკური კომფორტი: ხმაურისა და ვიბრაციის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი. იდეალურია კერძო სახლებისთვის, მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისთვის ან კემპინგისთვის.
- ამინდის მიმართ მედეგობა: დახურული კორპუსი შიდა მექანიზმებს წვიმის, მტვრისა და თოვლისგან იცავს.
- უსაფრთხოება და კომპაქტურობა: ცხელი დეტალები კორპუსშია მოქცეული, რაც ამცირებს დამწვრობის რისკს. გარდა ამისა, ვიზუალურად დახვეწილი და ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელია.
ნაკლოვანებები :
- მაღალი ფასი: ღია ტიპის ანალოგებთან შედარებით, დახურული მოდელები უფრო ძვირია.
- გაგრილება: დახურული კორპუსის გამო, ზაფხულის ცხელ დღეებში ხანგრძლივი, უწყვეტი დატვირთვისას გაგრილების ეფექტურობა შედარებით დაბალია.
2. ღია ტიპის ინვენტორული გენერატორი
ამ შემთხვევაში, აგრეგატს ინვენტორული პლატა აქვს, თუმცა მისი კონსტრუქცია მოთავსებულია სტანდარტულ, ღია ლითონის ჩარჩოში (ხმის იზოლაციის გარეშე).
უპირატესობები:
- ბიუჯეტურობა: იგივე სიმძლავრის უხმო მოდელთან შედარებით, ღია ტიპის ინვენტორული გენერატორი ფინანსურად გაცილებით ხელმისაწვდომია.
- საუკეთესო გაგრილება: ღია ჩარჩო განაპირობებს ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას, რაც ძრავს გადახურებისგან იცავს.
- სუფთა ენერგია: მიუხედავად ღია დიზაინისა, ის მაინც უსაფრთხოდ კვებავს მგრძნობიარე ტექნიკას.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ხმა: მისი მუშაობის ხმა თითქმის უტოლდება ტრადიციულ (სინქრონულ) მოდელებს.
- დაუცველობა გარემო პირობებისგან: წვიმასა და მტვერში მისი ღია ცის ქვეშ დატოვება რეკომენდებული არ არის.
რომელი ტიპის აგრეგატი უნდა შეიძინოთ?
საბოლოო გადაწყვეტილება თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული:
- თუ თქვენთვის სიმშვიდე და კომფორტი მთავარია, ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში და ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, აუცილებლად დახურული ტიპის (უხმო) ინვენტორული გენერატორი უნდა აირჩიოთ.
- თუ გჭირდებათ სუფთა დენი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, თუმცა გენერატორის განთავსებას მოშორებით (მაგალითად, სარდაფში ან ეზოს ბოლოში) აპირებთ და ხმაური პრობლემას არ წარმოადგენს, ღია ტიპის ინვენტორული გენერატორი ფინანსურად ყველაზე გონივრული არჩევანია.
- თუ აპარატი მძიმე სამშენებლო სამუშაოებისთვის გჭირდებათ, სინქრონული გენერატორი შეუცვლელია.
შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური გენერატორი. ტექნომოლის ვებგვერდზე წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების საიმედო მოდელები ნებისმიერი საჭიროებისთვის. ჯერ კიდევ გაინტერესებთ, თუ რომელი მოდელი იქნება თქვენი სახლისთვის ან ბიზნესისთვის ყველაზე ეფექტური? ტექნომოლის პროფესიონალთა გუნდი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს თქვენი მოთხოვნები და დაგეხმაროთ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
ხშირად დასმული კითხვები
კითხვა #1: რომელი გენერატორი ვიყიდო სახლისთვის?
პასუხი: სახლისთვის, როგორც წესი, რეკომენდებულია 3-დან 7 კვტ-მდე სიმძლავრის მოდელები. გათბობის ქვაბის, მაცივრისა და ტელევიზორის უსაფრთხოდ სამუშაოდ ინვენტორული მოდელია საჭირო. თუ ხმაური დისკომფორტს გიქმნით, შეარჩიეთ დახურული (უხმო) ტიპი, ხოლო თუ ხმაურის იზოლირება შეგიძლიათ, ღია ტიპის ინვენტორული მოდელი ფულს დაგიზოგავთ.
კითხვა #2: რამდენ ხანს შეუძლია მოწყობილობას შეუფერხებლად მუშაობა?
პასუხი: მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საწვავის ავზის მოცულობასა და დატვირთვაზე. ინვენტორული სისტემები საწვავს ბიუჯეტურად მოიხმარენ, მაგალითად, თუ მხოლოდ განათება და ლეპტოპია ჩართული, ძრავი იკლებს ბრუნებს და საწვავს ზოგავს, რის ხარჯზეც დაბალი დატვირთვისას ბევრად უფრო დიდხანს მუშაობენ, ვიდრე სტანდარტული მოდელები.
კითხვა #3: შესაძლებელია თუ არა ინვენტორული სისტემის გამოყენება დიდი დატვირთვის მქონე სამშენებლო ხელსაწყოებისთვის?
პასუხი: არა. ინვენტორული ტექნოლოგია ძირითადად გათვლილია მგრძნობიარე ელექტრონიკასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. მძიმე სამშენებლო ინსტრუმენტებისთვის (შედუღების აპარატი, დიდი კუთხსახეხი), რომლებსაც მაღალი გამშვები (საწყისი) სიმძლავრე სჭირდებათ, აუცილებელია სტანდარტული (სინქრონული) გენერატორის გამოყენება.



