წარმოიდგინეთ, რომ გსურთ შეარჩიოთ საუკეთესო სასტუმრო ყვარელში, სტუმრობთ რამდენიმე ვებგვერდს, ათვალიერებთ ვიზუალებს – ფოტოებში ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, თქვენ არჩევანს ყველაზე დაბალი ფასით ან მიმზიდველი ინტერიერის მიხედვით აკეთებთ, ადგილზე მისვლისას კი აღმოაჩენთ, რომ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პირობები საერთოდ არ გაგითვალისწინებიათ.
სასტუმროს შერჩევისას დაშვებული შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს, გამომდინარე იქიდან, რომ დაკარგული დროისა და ფინანსების უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამიტომ, დაჯავშნამდე მნიშვნელოვანია, მხოლოდ ფოტოებსა და ფასს არ დავეყრდნოთ და სასტუმროს შესახებ სხვა დეტალებიც გადავამოწმოთ.
ლოკაციის ზედაპირულად შეფასება
მრავალი სტუმარი მდებარეობას მხოლოდ რუკაზე მონიშნული წერტილით აფასებს და ადგილზე არსებულ ვითარებას სიღრმისეულად არ აანალიზებს. არადა, იმისათვის, რომ დასვენება კომფორტული იყოს, აუცილებელია წინასწარ გაარკვიოთ სასტუმრომდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, ზუსტად იცოდეთ მანძილი უახლოეს ღირსშესანიშნაობებამდე. ამ დეტალების ცოდნა გეხმარებათ, უკეთ წარმოიდგინოთ გადაადგილების ყოველდღიური მარშრუტი და წინასწარ განსაზღვროთ, რამდენად მარტივი იქნება თქვენთვის სასურველ ობიექტამდე მისვლა.
სამწუხაროდ, ზოგჯერ ვიზიტორები მხოლოდ ზოგად აღწერას ეყრდნობიან და დამატებით კითხვებს აღარ სვამენ – მაგალითად, მანძილი ცენტრამდე ფეხით გასავლელია თუ ტრანსპორტია საჭირო, ან ზოგადად გადატვირთულია თუ არა ქუჩები ტურისტულ სეზონზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რამდენად მშვიდი და მოსახერხებელია პირობითად, კონკრეტული სასტუმრო ყვარელში დასვენებისთვის, რადგან რელიეფის თავისებურებებმა, ხმაურმა ან ტრანსპორტის სიმრავლემ შესაძლოა არსებითად შეცვალოს თქვენი მოლოდინები.
ინფრასტრუქტურისა და დამატებითი სერვისების უგულებელყოფა
აარჩიო საუკეთესო სასტუმრო ყვარელში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ნიშნავს, ყურადღების მიღმა არ დაგრჩეს არცერთი დეტალი. დაჯავშნამდე მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, აქვს თუ არა სასტუმროს პარკინგი, რამდენად სრულყოფილია შემოთავაზებული სერვისები და როგორია ინტერნეტკავშირის ხარისხი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დასვენების დროს დისტანციურად მუშაობასაც გეგმავს.
ასევე მნიშვნელოვანია, წინასწარ გაარკვიოთ კვებასთან დაკავშირებული საკითხები. შედის თუ არა საუზმე ნომრის ღირებულებაში, აქვს თუ არა სასტუმროს საკუთარი რესტორანი ან ბარი და, თუ არა, რამდენად ახლოს არის კვების უახლოესი ობიექტი და ა.შ. დამატებით ყურადღება მიაქციეთ ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა: ბავშვებისთვის საჭირო პირობები, შინაური ცხოველების მიღების წესი, ტრანსფერი, ექსკურსიების ორგანიზება ან სხვა დამატებითი მომსახურებები.
სეზონურობისა და ამინდის ფაქტორის იგნორირება
ზაფხულის თვეებში, როცა ტურისტული სეზონი პიკს აღწევს, ფასები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თავისუფალი ნომრების რაოდენობა კი შემცირდეს. რაც შეეხება ნაკლებად ტურისტულ სეზონს, ამ დროს ზოგიერთი სერვისი, მაგალითად, ღია აუზი, შეიძლება საერთოდ არ ფუნქციონირებდეს. ამიტომ, დაჯავშნამდე მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, კონკრეტულად თქვენი ვიზიტის პერიოდში რომელი სერვისებით შეძლებთ სარგებლობას.
ასევე გასათვალისწინებელია ადგილობრივი ღონისძიებები და სადღესასწაულო თარიღები, რომლებმაც შესაძლოა როგორც ფასზე, ისე სასტუმროში არსებული თავისუფალი ნომრების ხელმისაწვდომობაზე იქონიოს გავლენა. ცხადია, მასშტაბური ღონისძიების პერიოდში მოთხოვნა იზრდება და ბოლო მომენტში სასურველი ნომრის პოვნა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ ამინდსაც – განსაკუთრებით გარდამავალ სეზონებზე მოგზაურობისას. წინასწარ გადაამოწმეთ, რამდენად არის ოთახი მომზადებული მოსალოდნელი ტემპერატურისთვის და მუშაობს თუ არა გათბობისა და გაგრილების სისტემა.
სასტუმრო ყვარელში და დაგვიანებული ჯავშანი
ნომრის ბოლო მომენტში დაჯავშნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, განსაკუთრებით სეზონის პიკში, როცა ნებისმიერი სასტუმრო, ყვარელში იქნება თუ რომელიმე სხვა ქალაქში, ყველაზე მოთხოვნადი ხდება. ორი-სამი დღით ადრე სასურველი კატეგორიის ნომრები შესაძლოა აღარ იყოს ხელმისაწვდომი, დარჩენილი ვარიანტები კი ან ძვირი ღირდეს, ან ვერ აკმაყოფილებდეს სტუმრის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში არჩევანი მნიშვნელოვნად იზღუდება და დამსვენებელს კომპრომისზე წასვლა უწევს როგორც მდებარეობის, ისე სასტუმროს პირობების მხრივ.
გარდა ამისა, როცა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება გიწევთ, ნაკლები შესაძლებლობა გაქვთ, დეტალურად შეადაროთ სასტუმროები, გადაამოწმოთ პირობები და გაეცნოთ სხვა სტუმრების შეფასებებს. შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ვერ იპოვოთ ან ნომერში იმაზე მეტი გადაიხადოთ, ვიდრე ადრეული ჯავშნის შემთხვევაში გადაიხდიდით. ამიტომ, თუ მოგზაურობას კონკრეტულ პერიოდში გეგმავთ, ჯავშანზე წინასწარ ზრუნვა ფინანსების დასაზოგად საუკეთესო გზაა.



