არსებობს ადგილები, სადაც მისვლისთანავე გრძნობ, რომ უკვე აღარსად გეჩქარება. ყვარელის ტბა სწორედ ასეთია. ტურისტული მარშრუტების უმეტესობა აქ ადრე მხოლოდ ერთ ხანმოკლე გაჩერებას ითვალისწინებდა – ფოტოს გადასაღებად და გზის გასაგრძელებლად, თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარებამ ეს სურათი შეცვალა: რეზორტის, რესტორნებისა და მოწესრიგებული სივრცეების არსებობამ სტუმრებს საშუალება მისცა, ტბის ნაპირთან მხოლოდ რამდენიმე საათი კი არა, რამდენიმე დღე გაეტარებინათ.
ამ სტატიაში სწორედ ასეთი ხანგრძლივი ვიზიტების გამოცდილებაა თავმოყრილი – რას იხსენებენ სტუმრები ყველაზე მკაფიოდ, რამ გააკვირვათ ყველაზე მეტად და რამ გადააჭარბა მათ მოლოდინს.
ყვარელის ტბა და მისი თანამედროვე სახე
გეოგრაფიულად ყვარელის ტბა კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, დურუჯის ხეობის სიახლოვეს მდებარე წყალსაცავია, თუმცა ის, რაც თავდაპირველად მხოლოდ სარწყავი სისტემისთვის გაჩენილ ხელოვნურ ქვაბულად მოიაზრებოდა, დღეს კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ დასასვენებელ წერტილად არის ქცეული.
ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე სტუმრებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი ინფრასტრუქტურა ხვდებათ. აქ მდებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსი აერთიანებს ყველაფერს, რაც ხარისხიანი და სრულყოფილი დასვენებისთვისაა საჭირო: ღია საცურაო აუზებს (მათ შორის, საბავშვოს), თანამედროვე ფიტნესდარბაზს, თურქულ და ფინურ საუნებსა და სპა ცენტრს.
რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს ამ ადგილს არის ის, რომ დღეს ყვარლის ტბა მხოლოდ სეზონურ მიმართულებად აღარ აღიქმება. თუ ადრე აქ ვიზიტი ძირითადად ზაფხულის პერიოდს უკავშირდებოდა, ბოლო წლებში რეზორტის არსებობამ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ამ ადგილს სხვადასხვა დროს და განსხვავებული მიზნებით ეწვიონ – საქმიანი შეხვედრისთვის, ოჯახური დასვენებისთვის თუ უბრალოდ ყოველდღიური გარემოს შეცვლის სურვილით.
ყვარელის ტბის კურორტი – ერთი ადგილის სხვადასხვა ისტორია და სტუმრების გამოცდილება
ერთი და იმავე ადგილის შესახებ სტუმრები ხშირად სრულიად განსხვავებულ ისტორიებს ჰყვებიან და ზოგჯერ სწორედ ეს განსხვავება აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ყვარლის ტბაზე გატარებული დრო. ვიღაცისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დილის საათებია, როცა ტბის ზედაპირი მშვიდია და გარემო ჯერ კიდევ იღვიძებს. სხვას საღამოს ატმოსფერო რჩება მეხსიერებაში – ვახშამი რესტორანში და ძვირფას ადამიანებთან გატარებული დრო, ზოგს კი უბრალოდ განსხვავებული გარემო მოსწონს, რომელიც საშუალებას აძლევს, რამდენიმე საათით მაინც გამოეთიშოს დატვირთულ ყოველდღიურობას.
ამ განსხვავებული გამოცდილებების მიუხედავად, სტუმრების მონაყოლში ერთი საერთო ხაზი იკვეთება – ყვარლის ტბაზე გატარებული დრო ხშირად აღემატება იმ მოლოდინს, რომლითაც ადამიანები აქ ჩამოდიან. უფრო მეტიც, ხანდახან ისიც ხდება, რომ მათ, ვინც პასიური დასვენების მოყვარულია, დრო ხშირად ახალი აქტივობებით გაჰყავთ, ხოლო ვინც დღის აქტიურად გატარებას გეგმავს, ზოგჯერ ტერასაზე ან ტბის პირას ყველაზე მეტ სიამოვნებას პოულობს.
დასასვენებელი ყვარელში და საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: რას გვეუბნება სტუმრების გამოცდილება
სტუმრების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყვარელის ტბაზე ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდი ყველასთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს – არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის დასვენებას გეგმავს ადამიანი. ზაფხულის თვეებში, როცა ტემპერატურა საშუალოდ 25-30 გრადუსის ფარგლებშია, ტბის გარემო განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ღია აუზებით სარგებლობა, წყლის აქტივობები და ტერასაზე გატარებული საღამოები მოსწონს. გაზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი, აპრილიდან ივნისამდე და ოქტომბერში, უფრო ოპტიმალური ალტერნატივაა მათთვის, ვისაც სასიამოვნო ამინდი და ტურისტებით ნაკლებად დატვირთული ადგილი ურჩევნია. ზამთრის პერიოდში კი აქცენტი უფრო შიდა სივრცეებზე გადადის – სპა, საუნა და დახურული აუზი იმ სტუმრებს იზიდავს, რომლებიც სეზონის მიუხედავად კომფორტულ გარემოს ეძებენ.
დროა, თავად შექმნათ თქვენი ისტორია ყვარლის ტბაზე
სტუმრების შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ყვარლის ტბაზე დასვენება ყველასთვის განსხვავებული, თუმცა ერთნაირად გამორჩეული გამოცდილებაა. ამიტომ, თუ გსურთ, მოძებნოთ დასასვენებელი ყვარელში, რომელიც განსატვირთად სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობას გთავაზობთ, დროა საკუთარი ვიზიტიც დაგეგმოთ. დარეკეთ მითითებულ ნომერზე (577 11 07 15 ან 032 2 305 090), რათა თქვენთვის შესაფერისი ნომერი და სასურველი თარიღი შეარჩიოთ.



