შანსი იცხოვროთ და იმუშაოთ აშშ-ში ლეგლურად
მწვანე ბარათი -ს გათამაშება ეს არის საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია Green Card გათამაშების სახელწოდებით. ესაა შესაძლებლობა კანონიერად გაემგზავროთ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და მხოლოდ გამარჯვებულებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ აშშ-ში კანონიერად.
ზოგადი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან მწვანე ბარათის რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 50 000 ადამიანმა და აქედან 800-ზე მეტმა მიიღო შესაძლებლობა, იცხოვროს აშშ-ში ანუ, ყოველი 200 ქართველიდან, მოიგო დაახლოებით, 3-მა მონაწილემ.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქის ნებისმიერ წევრს, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, აქვს მინიმუმ საშუალო განათლება ან 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში.
მწვანე ბარათი -ზე რეგისტრაციისთვის აღარ დაგჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი. ამასთან, დაგჭირდებათ ფოტოსურათი. თუ დაოჯახებული ხართ, ასევე დაგჭირდებათ მეუღლის და 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების ფოტოსურათები (ცნობისთვის, თქვენ არ ხართ ვალდებული, ატვირთოთ მეუღლის ან შვილების ფოტოები, თუ ისინი უკვე არიან აშშ-ის მოქალაქეები ან მწვანე ბარათის მფლობელები. თუმცა, თუ მაინც წარადგენთ, არც ეს წარმოადგენს პრობლემას).
მწვანე ბარათის პროგრამის ელექტრონული ფორმის შევსება:
მწვანე ბარათის პროგრამის ელექტრონული განაცხადის შევსება ხდება ონლაინ ვებ-გვერდზე: dvprogram.state.gov. გაითვალისწინეთ, დაუსრულებელი ან ნებისმიერი სხვა გზით შევსებული განაცხადი არ მიიღება. განცხადების ფორმა ისეა შედგენილი, რომ ერთი გახსნისას შეივსოს და დასრულდეს. განცხადების შესავსებად დაწყების წამიდან 60 წუთია განსაზღვრული. თუ შევსების დროის ხანგრძლივობა 60 წუთს გადაცდება, სისტემა ავტომატურად წაშლის შევსებულ ინფორმაციას. განაცხადის შეტანა უფასოა. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვებ-ბრაუზერი.
მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში, გამარჯვებულები გამოვლინდებიან მომდევნო წლის მაისის თვიდან. ამის შემდეგ, საჭიროა კიდევ დამატებით გაიაროთ ორი ეტაპი: პირველი ეტაპი – ესაა სააპლიკაციო ფორმების შევსება და გადაგზავნა საემიგრაციო სამსახურში და მეორე ეტაპი – საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აშშ-ს საკონსულოში გასაუბრების დღის ორგანიზება. ამის შემდეგ კი გეძლევათ შესაძლებლობა გაემგზავროთ აშშ-ში. ჩვენი ვიზა ცენტრი ასევე დაგეხმარებათ სხვა ეტაპებზე გასავლელ ყველა პროცედურის ზუსტად გავლაში.
გაითვალისწინეთ: პირველ ეტაპზე გამარჯვება არ ნიშნავს რომ აუცილებლად შეძლებთ მწვანე ბარათის მოპოვებას. მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მონაწილეები შემდეგ ეტაპს უპრობლემოდ გადიან და ხდებიან მწვანე ბარათის მფლობელნი.
განმცხადებლების შერჩევა
აპლიკანტები, რომლებიც ამ პროგრამით შეირჩევიან, კვალიფიკაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ მარტივ, მაგრამ მტკიცე მოთხოვნებს.
კვალიფიცირებულ განაცხადებს შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით ხდება, თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. შედეგების გასაგებად ელქტრონული პროგრამის ვებგვერდზე – dvprogram.state.gov უნდა შეხვიდეთ და თქვენთვის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური ნომრის მეშვეობით შეიტყოთ, ხართ თუ არა შერჩეულთა შორის. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
არსებობს თუ არა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი პროგრამაში მონაწილეთათვის?
მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს. თუმცა, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, არასრულწლოვანი, 18 წლამდე განმცხადებლების უმეტესობა, დისკვალიფიცირებული იქნება.
რა უფლებებით ისრაგებლებ მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში ?
- შეძლებ დასაქმდე კანონიერად: მწვანე ბარათი გაძლევს საშუალებას, ლეგალურად დასაქმდე აშშ-ში.
- გეძლევა მოგზაურობის თავისუფლება: ნებისმიერ დროს შეძლებ დატოვო აშშ და დაბრუნდე ქვეყანაში, თუმცა გარკვეული წესების დაცვით.
- ისარგებლებ სოციალური სერვისებით: შეძლებ ისარგებლო ყველა სოციალური და სამედიცინო სერვისებით.
- გექნება ფინანსური სტაბილურობა: შეძლებ შეიძინო უძრავი ქონება, ასევე გახსნა ბანკის ანგარიშები ან დაიმტკიცო სესხები.
- შეძლებ მოქალაქეობის მიღებას: მწვანე ბარათი გიხსნის გზას მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებ გარკვეულ მოთხოვნებს.
ვიზაჯორჯიას თანამშრომლებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება გაგიწიონ კვალიფიციური მომსახურება საემიგრაციო პროცედურების ყველა ეტაპზე.