back to top
მეტი

    ოზემპიკი: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ „ჯადოსნური“ პრეპარატის შესახებ – სარგებელი, რისკები და რეალობა

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო წლებში სამედიცინო სამყაროში იშვიათად თუ გამოჩენილა ისეთი რეზონანსული თემა, როგორიც ოზემპიკი გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავების აღიარებებმა, სოციალური ქსელების ტრენდებმა და წონის კლების თვალსაჩინო შედეგებმა ეს პრეპარატი ნამდვილ აღმოჩენად აქცია. 

    რასაკვირველია, ამ ყველაფერს თან ახლავს გარკვეული რისკები. პირველ რიგში, ეს არის პრეპარატის თვითნებურად მიღება. ამიტომაც, სანამ ოზემპიკს „ჯადოსნურ წამალს“ უწოდებდეთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რა იმალება პოპულარობის მიღმა და რა უნდა იცოდეთ მის რეალურ მოქმედებაზე.

    რა არის ოზემპიკი და როგორ მუშაობს ის?

    მნიშვნელოვანია, რომ ოზემპიკი, რომლის აქტიური ნივთიერება სემაგლუტიდია, თავდაპირველად ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. ის GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1) რეცეპტორების აგონისტების კლასს მიეკუთვნება.

    უფრო კონკრეტულად, GLP-1 ის ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში საკვების მიღების შემდეგ ბუნებრივად წარმოიქმნება. მისი ძირითადი ფუნქციები შემდეგია: ინსულინის გამოყოფის სტიმულაცია; კუჭის დაცლის შენელება; სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაცია; მადასა და საკვების მიღების კონტროლი. ოზემპიკი კი, სწორედ ამ ბუნებრივ ჰორმონს ანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტს უფრო ხანგრძლივი და ეფექტური მოქმედება გააჩნია.

    მისი მოქმედების მექანიზმი ორმხრივია. ერთი მხრივ, ის ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს, ხოლო, მეორე მხრივ, კუჭის დაცლას ანელებს. სწორედ ეს უკანასკნელი თვისებაა წონის კლების მთავარი მიზეზი. პაციენტი დანაყრებას უფრო დიდხანს გრძნობს და შესაბამისად, საკვების მიღების სურვილი მკვეთრად მცირდება.

    სარგებელი – რატომ გახდა ოზემპიკი პოპულარული?

    პრეპარატის პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ეფექტურობაა. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ამ მედიკამენტს იყენებენ, სხეულის მასის მნიშვნელოვან პროცენტს მოკლე დროში კარგავენ. გარდა წონის კლებისა, ოზემპიკს დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც აქვს. ის დიაბეტის მქონე პირებში ინსულტისა და ინფარქტის რისკებს ამცირებს. 

    აღსანიშნავია, რომ ოზემპიკს მოსახერხებელი ფორმა აქვს – ის კვირაში მხოლოდ ერთხელ, სპეციალური შპრიც-კალმის მეშვეობით გამოყენება. 

    შესაძლო რისკები და გვერდითი მოვლენები

    მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, ოზემპიკი ყველასთვის უსაფრთხო პრეპარატი არ არის. არსებობს გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, რის შესახებაც ინფორმაცია უნდა იცოდეთ.

    აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უკავშირდება. ესენია გულისრევა და ღებინება; დიარეა ან ყაბზობა; მუცლის ტკივილი და შებერილობა.

    უფრო სერიოზულ რისკებს შორის სახელდება პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის პრობლემები და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ არსებობს სპეციფიკური უკუჩვენებები მათთვის, ვისაც ოჯახურ ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული ტიპის სიმსივნე აღენიშნება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის თვითნებური მიღება დაუშვებელია. მკურნალობის კურსი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. 

    რა არის მითი და რა რეალობა?

    ბევრს სჯერა, რომ ოზემპიკის მიღებით სასურველ შედეგს, ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე, დაინახავს. სინამდვილეში, პრეპარატი საუკეთესო შედეგს მხოლოდ ბალანსირებული კვებისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე იძლევა. 

    რეალობა ისაა, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუ კვებითი ჩვევები არ შეიცვალა, დაკარგული კილოგრამების დაბრუნების ალბათობა ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ოზემპიკი ერთჯერადი „ჯადოსნური“ გამოსავალი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეპარატი გრძელვადიანი მეტაბოლური მართვის ინსტრუმენტია. 

    სად შეიძლება შეიძინოთ? 

    ოზემპიკი საქართველოში ხელმისაწვდომია. მისი შეძენა რეკომენდებულია ისეთ ლიცენზირებულ სააფთიაქო ქსელში, როგორიც არის ჯპს. ამ შემთხვევაში, თქვენ იყიდით პრეპარატს, რომლის ხარისხშიც შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ. 

    მნიშვნელოვანია, რომ ოზემპიკის ფასისა და მარაგების შესახებ ინფორმაციას ჯპს-ის ვებ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ. გარდა ამისა, საიტზე ისეთ ინფორმაციასაც ნახავთ, როგორიცაა მისი გამოყენების ინსტრუქცია. 

    ახალი სიტყვა მედიცინაში

    შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოზემპიკმა ჭარბ წონასა და დიაბეტზე თანამედროვე მედიცინის ხედვა მართლაც შეცვალა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მისი გამოყენება მაქსიმალურ სიფრთხილესა და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენთვის საჭიროა, კონსულტაციისთვის აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

    ოზემპიკის თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია, თუმცა მკურნალობისას სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. 

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები