back to top
მეტი

    ლეგალური სტატუსის მოპოვება აშშ-ში

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    ამერიკის სამუშაო ვიზისა და მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების შესაძლებლობები

    აშშ-ს საიმიგრაციო სისტემა კომპლექსური და დამაბნეველია. საიმიგრაციო კანონები აშშ-ში რამდენიმე პრინციპის მიხედვით: ოჯახების გაერთიანების, გამორჩეული უნარ-ჩვევების მქონე იმიგრანტების მიღების, ლტოლვილთა თავდაცვისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. იმიგრანტის სტატუსის (lawful permanent resident – LRP) მოპოვების შემდეგ ინდივიდი ნებადართულია პერმანენტულად იცხოვროს აშშ-ში. გარკვეულ შემთხვევებში LRP სტატუსის მოპოვება უკვე აშშ-ში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ “სტატუსის შეცვლის” გზით. LRP სტატუსი საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ ნებისმიერ ადგილას და შეძლებთ იმყოფებოდეთ აშშ-ში უმუშევრობის შემთხვევაშიც. დღეს გაეცნობით ინფორმაციას, თუ როგორ ხდება ლეგალური სტატუსის მოპოვება და ვიზის შეცვლა აშშ-ში ტურისტული ან სასწავლო ვიზით ჩასვლის შემდეგ.

    B-1 ვიზა გაძლევთ საშუალებას ეწვიოთ ამერიკის შეეერთებულ შტატებს 1-6 თვემდე ვადით. როგორ მოვიქცეთ, თუ დარჩენა გვსურს B-1 ტურისტული ვიზის ვადის გასვლის შემდეგ?

    B-1 და B-2 ტურისტული ვიზის გახანგრძლივება

    mwvane baratis mopoveba

    B-1 ვიზის გახანგრძლივების პერიოდი 6 თვემდე მერყეობს. B-1 სტატუსის ნებადართული სამოგზაურო პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 1 წელიწადს. I-94 ფორმაზე მითითებული ვადაზე მეტი ხნით თუ გსურთ დარჩენა, მაშინ მოგიწევთ შეავსოთ I-539 ფორმა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენასთან ერთად USCIS-ში. ეს პროცესი შეცვლის ან გაახანგრძლივებს თქვენს საიმიგრაციო სტატუსს.

    მწვანე ბარათის მოპოვება EB-1A-ის მეშვეობით

    ვიზის გახანგრძლივების პროცესის შემდეგ თქვენ მოიპოვებთ უფლებას, რომ შეცვალოთ საიმიგრაციო სტატუსი. თქვენი წარმატების შანსები იზრდება, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:

    1. ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის, მეცნიერების ან განათლების სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ნიჭი (მაგ: ოლიმპიური მედალი, ჯილდოები, სტარტაპი და ა.შ).

    2. გაქვთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს თქვენს გამორჩეულ შესაძლებლობებს.

    როდესაც მსურველი აკმაყოფილებს მოთხოვნებს EB-1A უზრუნველყოფს აშშ-ში ცხოვრების პერმანენტულ ნებართვას. თუ თქვენ არ გაქვთ წარმატება მოპოვებული საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით, მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი გამორჩეული უნარ-ჩვევები სხვადასხვა დოკუმნეტით, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე 3 კრიტერიუმს:

    1. ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის, მეცნიერების ან განათლების სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ნიჭი (მაგ: ოლიმპიური მედალი, ჯილდოები, სტარტაპი და ა.შ).
    2. გაქვთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს თქვენს გამორჩეულ შესაძლებლობებს.

    როდესაც მსურველი აკმაყოფილებს მოთხოვნებს EB-1A უზრუნველყოფს აშშ-ში ცხოვრების პერმანენტულ ნებართვას. თუ თქვენ არ გაქვთ წარმატება მოპოვებული საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით, მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი გამორჩეული უნარ-ჩვევები სხვადასხვა დოკუმნეტით, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე 3 კრიტერიუმს:

    1. ნაციონალური ან საერთაშორისო კონკურსის ჯილდო ან დამადასტურებელი მოწმობა.
    2. დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თქვენ ხართ წარმატებული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრი.
    3. სტატია ან პუბლიკაცია ცნობილი მედია-წყაროებიდან თქვენი გამორჩეული ნიჭის შესახებ.
    4. საბუთი, რომ გაქვთ მონაწილეობა მიღებული რომელიმე ღონისძიებაში როგორც ჟიურის წევრი.
    5. საბუთი, რომ წვლილი მიგიძღვით თქვენი უნარ-ჩვევების შესაბამისი სფეროს განვითარებაში.
    6. სამეცნიერო ან სხვა მნიშვნელოვანი სტატიის ავტორობის დამადასტურებელი მოწმობა.
    7. მოწმობა, რომ თქვენი ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე.
    8. დოკუმენტი რომელიც ადასტურებს თქვენს მოწინავეობას გამოჩენილ ორგანიზაციაში.
    9. დიდი ოდენობის ხელფასის ან კომპენსაციის დამადასტურებელი მოწმობა.
    10. კომერციული წარმატების მოწმობა ხელოვნებაში.

    სხვა გზები

    როდესაც თქვენ ეწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებს B-1 ან B-2 ვიზით, თქვენ გაქვთ 6 თვე. ამ 6 თვის განმავლობაში არა-იმიგრანტების უმეტესობა ირჩევს ქორწინებას ან EB-1 მწვანე ბარათს. მწვანე ბარათის მოპოვების საუკეთესო გზა ქორწინებაა აპლიკაციის სიმარტივისა და დაბალი ხარჯების გათვალისწინებით.

    როგორ დავრჩეთ აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ?

    How to stay in the US after graduation

    თუ ფიქრობთ აშშ-ში ცხოვრების გაგრძელებაზე სწავლის დასრულების შემდგომ, უმჯობესია უკეთ გაერკვეთ სავიზო მოთხოვნებში. სააპლიკაციო პროცესი დამაბნეველი და სტრესულია, რადგან ვიზის უამრავი ტიპი არსებობს. მოთხოვნები, ლეგალური ქმედებები მუდმივად იცვლება, რაც ნამდვილად არ ამარტივებს ამ პროცესს. მწვანე ბარათის მოპოვების გარდა, მრავალი გზა არსებობს ვიზის გასახანგრძლივებლად. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე გავრცელებულ შესაძლებლობებს.

    Practical Training on an F-1 Visa

    F-1 სტუდენტს შეუძლია სწავლის დასრულების შემდგომ გააგრძელოს სტაჟირება 1 წლის განმავლობაში. მაქსიმუმ 12-თვიანი პერიოდი იწყება სწავლის დასრულებისთანავე. გაესაუბრეთ საერთაშორისო სტუდენტურ დეპარტამენტს, გაარკვიეთ თქვენთვის სასურველი შესაძლებლობები და მოამზადეთ საჭირო დოკუმენტაცია დროულად.

    Non-Immigrant H-3 Visa (Trainee)

    H-3 სტაჟიორის ვიზა ესაჭიროებათ მათ ვისაც არ აქვს შესაფერისი განათლება ან სამუშაო გამოცდილება. თუ თქვენ გსურთ აშშ-ში გამგზავრება კონკრეტულ სფეროში ცოდნის დასაგროვებლად და შემდგომ საქართველოში გამოსაყენებლად, მაშინ ეს ვიზის ტიპი თქვენთვის არის განკუთვნილი. H-3 ვიზა 2 წლიანია და გახანგრძლივებას არ ექვემდებარება. მის მოსაპოვებლად გჭირდებათ დამსაქმებელი, რომელიც შესაბამის სტაჟირებას უზრუნველყოფს.

    Non-Immigrant H-1B Visa (Specialty Occupation)

    H-1B ვიზის მოპოვებისვის გესაჭიროებათ: (1) დამსაქმებელი სპონსორი, (2) ბაკალავრის დიპლომი აშშ-ში და (3) სამუშაო პოზიციის კავშირი განათლებასთან. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გქონდეთ თანხმობა დასაქმების დეპარტამენტისგან. H-1B ვიზა ვალიდურია 3 წლის განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია გახანგრძლივდეს შემდგომ 3 წლით.

    როგორ გავხდეთ ამერიკის მოქალაქე?

    rogor gavxdet amerikis moqalaqe

    იმისთვის რომ ამერიკის მოქალაქეობაზე შეიტანოთ განაცხადი, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

     

     

     

    1. თქვენ უნდა იყოთ ლეგალური პერმანენტული რეზიდენტი აშშ-ში (მწვანე ბარათის მფლობელი).
    2. უნდა იყოთ სრულწლოვანი.
    3. უნდა ცხოვრობდეთ იმ შტატში, სადაც შეგაქვთ მოქალაქეობაზე განაცხადი სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
    4. თქვენ უნდა ცხოვრობდეთ აშშ-ში 5 წლის განმავლობაში, მწვანე ბარათის მოპოვების შემდეგ.
    5. უნდა ემორჩილებოდეთ კანონებს და წარმოაჩინოთ “კარგი მორალური ხასიათი” აშშ-ში ყოფნის პერიოდში.
    6. წარმოაჩინოთ ინგლისური ენის, აშშ-ს ისტორიისა და სამმართველო სისტემის ცოდნა.
    7. უნდა იყოთ მზად ფიცის მისაღებად.

    მოქალაქეობის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ადგილ-მდებარეობაზე და შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. თუ თქვენი მშობლები ფლობენ მწვანე ბარათს, მაშინ თქვენ ავტომატურად მიიღებთ ამერიკის მოქალაქეობას.

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები