back to top
მეტი

    მწვანე ბარათი – ის რაც გაინტერესებთ …

    ავიაბილეთები avia.ge
    ავიაბილეთები avia.ge

    აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათი ან უფრო ცნობილი, როგორც მწვანე ბარათი, რეზიდენტს აძლევს როგორც ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას, ასევე სამედიცინო დაზღვევას.
    ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როდესაც მიგრაციული ნაკადების გათანაბრების მიზნით, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა შემოეღო ერ თგვარი გათამაშება, რომელიც ყოველ წელს შემთხვევითობის პრინციპით 50 000 ადამიანს უხსნის გზას ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.

    შეზღუდვა ვრცელდება იმ ქვეყნებზე, საიდანაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის ნათელი მაგალითები არიან: ბრაზილია, კანადა, მექსიკა, ინდოეთი და სხვა. დაკვირვებას ეროვნული უსაფრთხოებისსამინისტრო ატარებს.

    საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით 20-25 ათასი კაცი იღებს მონაწილეობას, თუმცა გამარჯვებულის სტატუსით საშუალოდ 1800 მოქალაქე სარგებლობს. გათამაშება ყოველ წელს, ოქტომბერ-ნოემბერში იმართება და პასუხები მომავალი წლის 2 მაისიდან ხდება ცნობილი.

    რა გჭირდებათ მონაწილეობის მისაღებად?

    ის არა რასაც თქვენ ელოდებით… ნამდვილად უფასოა და არანაირი თანხის გადახდას არ საჭიროებს. თანხის გადახდა მოგიწევთ მხოლოდ მაშინ თუკი გაიმარჯვებთ, ვინაიდან დოკუმენტების შეგროვება და მოსაკრებლის გადახდა მოგიწევთ, თუმცა მონაწილეობა უფასოა.

    უნდა გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა.
    ან
    უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი.

    ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დამადასტურებელ საბუთებს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოგთხოვენ.

    ბოლო წლებში მოგებული ბარათების ნახეევარი აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებზე გადანაწილდა. ევროპაში საქართველო მოგებული ბარათების რაოდენობით მე-5 ადგილზეა.
    მწვანე ბარათის გამარჯვებულებს შეუძლიათ მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით.

     

    შესავსები ფორმა

    სტანდარტული ფორმა თქვენი ვინაობის, განათლებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ასეთივე ფორმა იქნება შესავსები თქვენი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე და 21 წლამდე შვილები). ფორმას თანდართული უნდა ჰქონდეს ფოტოსურათი შესაბამისი მოთხოვნებით რასაც ფორმის შევსების დროს გაეცნობით. ყურადღება მიაქციეთ შევსებული ინფორმაციის სიზუსტეს. ერთ შეცდომასაც შეუძლია გათამაშებას გამოგთიშოთ. მწვანე ბარათის მოგების შემთვევაში პრივილეგია გენიჭებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს მეუღლეს და 21 წლამდე შვილებს.
    ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ დასტურის კოდს. ამოიწერეთ და შეინახეთ ეს კოდი თუ გსურთ, რომ გათამაშების დასრულების შემდეგ თქვენი სტატუსი იხილოთ.
    გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ფორმის შევსება შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოთიშული იქნება გათამაშებიდან.

    შედეგები

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გათამაშების შედეგები ქვეყნდება მომავალი წლის მაისის დასაწყისში. სწორედ ამ დღიდანაა შესაძლებელი, მწვანე გათამაშების ოფიციალურ ვებ-საიტზე, შედეგების ნახვა. საიტზე შესაბამის ველში მოგიწევთ დასტურის კოდის შეყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ შედეგის ნახვას.

    გამარჯვების შემდეგ

    არ გვინდა იმედი გაგიცრუოთ, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინაა… გამარჯვების შემთხვევაში აშშ უბრალოდ განიხილავს თქვენს განაცხადს. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ რამოდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ხდება, მათ შორისაა გასაუბრება და სპეციალური საბუთების შეგროვება.
    გამარჯვების შემთხვევაში საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებ-საიტზე. პროცედურა და ფორმის ტიპი იგივეა, რაც განაცხადის ფორმა. ამ შემთხვევაშიც მთელი ოჯახისთვის ავსებთ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია დასტურის კოდი, ვინაიდან საბოლოო გასაუბრებაზე მის გარეშე არ დაიშვებით. მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი, რის შემდეგაც მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.

    გასაუბრება

    საბოლოო გასაუბრება საკონსულო ოფიცერთან შედგება და სწორედ მაშინ გაიგებთ პასუხს. გარდა საშუალო განათლების დამადასტურებელი საბუთისა ან მუშაობის სტაჟის ცნობისა, თქვენ ასევე მოგიწევთ რიგი საბუთების მომზადება, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალურ ვებ-საიტზე (travel.state.gov).
    გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივ საელჩოს აქვს უფლება დამატებითი საბუთები მოგთხოვოთ.

    Welcome to USA

    თუ გასაუბრება წარმატებით გაიარეთ, 2 თვის ვადაში, ფოსტით მიიღებთ პაკეტს, რაც მხოლოდ მესაზღვრემ, საზღვრის პირველი გადაკვეთის დროს უნდა გახსნას. პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში მოგიწევთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა. გასათვალისწინებელია, რომ მწვანე ბარათის შენარჩუნება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი წელიწადში მინიმუმ 6 თვეს აშშ-ში გაატარებთ. დანარჩენი თვეების განმავლობაში კი შეგიძლიათ თავისუფლად დაბრუნდეთ სამშობლოში.
    ამერიკაში ყოფნის დროს ნებისმიერი კრიმინალური აქტი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ვინაიდან აღძრული საქმე გადაეცემა საემიგრაციო მოსამართლეს და იმის შანსი რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს, ძალიან მცირეა. ასეთ შემთხვევაში მოხდება თქვენი დეპორტაცია სამშობლოში.

    და ბოლოს…

    ვხედავთ თუ რამდენად რთული და დამღლელი პროცესია გამარჯვება. გაუფრთხილებლობით მოსულ ერთ უწყინარ შეცდომასაც კი შეუძლია მთელი თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს.

    თუმცა…

    მინდა გითხრათ, რომ არსებობს გზა ამ ყველაფრის შემსუბუქების. ვიზაჯორჯია გთავაზობთ მომსახურებას, რის მიხედვითაც ყოველი პროცედურის, დოკუმენტის და მთელი ამ პროცესის მართვაში დაგეხმარებით ჩვენ. მომსახურება მოიცავს სრულ საემიგრაციო სერვისს: — აპლიკაციების მომზადება, დოკუმენტების მოძიება, დოკუმენტების თარგმნა და

    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge
    ფრენის კომპენსაცია flyhelp.ge

    ვიზები

    მსგავსი სიახლეები